სახლის დასუფთავება არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი – 12 სუპერ ხრიკი, რათა სახლში ყველაფერმა იბრწყინოს

დასუფთავება არ არის სასიამოვნო გამოცდილება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიდი დრო და ძალისხმევა მიაქვს ჟანგის ან ჭუჭყის მოშორებას.

ჩვენ შევიკრიბეთ რამდენიმე ძალიან სასარგებლო ხრიკი, რაც ყველა დიასახლისისთვის გამოსადეგი გახდება!

1. გამოუყენებელი ონკანი

ქაღალდის სველ პირსახოცს დაასხით ძმარი და მოახვიეთ ონკანს 30-40 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ, ხელსახოცს წაუსვით ბავშვის ზეთი და გაათბეთ ზედაპირი. ეს პროცედურა უზრუნველყოფს ონკანების სისუფთავესა და სიკაშკაშეს!

2. ჟანგის მოცილება მარტივად

დაჟანგებულ ადგილს წაუსვით ლიმონი და დაამატეთ მარილი. ყველა მათგანი უკვალოდ მოშორდება.

3. მოაცილეთ მტვერი სავენტილაციო მილს

სავენტილაციო მილს წაუსვით ცვილი. ის მნიშვნელოვნად შეამცირებს მტვრის დაგროვებას.

4. თოვლივით თეთრი აბაზანა

გაავსეთ აბაზანა ცხელი წყლით და დაფარეთ წყალბადის ზეჟანგით. დატოვეთ ღამით. დილით აღფრთოვანებული იქნებით შედეგით!

5. სუფთა გრანიტი

2 ჭიქა წყალს შეურიეთ თხევადი საპნის რამდენიმე წვეთი და 50 მლ სპირტი. გაწმინდეთ გრანიტი ხსნარით და ისიამოვნეთ სისუფთავით.

6. სუფთა ფილები

ჩვეულებრივი საცხობი სოდა ყველაზე ეფექტური იარაღია ფილების დასუფთავებისთვის.

7. მიკროტალღური ღუმელი ახალივით გამოიყურება!

წყალი და ლიმონის ნაჭერი, რომელსაც 5 წუთის განმავლობაში მიკროტალღურ ღუმელში გააჩერებთ, მუშაობს საოცრად!

8. გაზქურის გაწმენდა

წყლის, სოდისა და წყალბადის ზეჟანგის რამდენიმე წვეთის ნაზავი შესანიშნავი საშუალებაა გაზქურიდან ლაქების მოსაშრებლად. დატოვე ეს ნაყენი 5-10 წუთის განმავლობაში, შემდეგ გაამშრალეთ პირსახოცით. შედეგი აშკარაა!

9. ხე და საჭრელი დაფები

ხის დაფის ზედაპირს გადაუსვით ლიმონის ნაჭერი. და თუ პროცედურის დაწყებამდე დაფას მარილის მოაყრით, მაშინ მარტივად მოაშორებთ ჩამჯდარ ლაქებს.

10. სუფთა ჟალუზები

თუ ჟალუზებს ნესტიან ქსოვილს გადააფარებთ, მაშინ ამ მარტივი გზით შეგიძლიათ ჟალუზების მტვრისგან გაწმენდა.

11. ყავის ლაქები პრობლემა აღარ არის!

ოდნავ დამარილებული ციტრუსის კანი მშვენივრად აშორებს ყავისა და ჩაის ლაქებს თქვენი საყვარელი ჭიქისგან.

12. სუფთა ტაფები და ქვაბები

თუ ტაფა გაჟღენთილია ძმრით, შემდეგ კი დაუმატებთ სოდას, მაშინ ის ახალივით გახდება. არსებობს კიდევ ერთი მარტივი გზა ქვაბებისა და ტაფების გასაწმენდად. ჩაყარეთ მარილი, შემდეგ კარგად გახეხეთ მშრალი კარტოფილით. ამის შემდეგ, გარეცხეთ წყლით, გაამშრალეთ, დაასხით ცოტა ზეთი და გააჩერეთ დაბალ სითბოზე 30 წუთის განმავლობაში. შედეგი აღაფრთოვანებთ!

გამოიყენეთ ეს ინტელექტუალური რჩევები და მიხვდებით, რომ დასუფთავება მარტივია! გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც.