დაფნის ფოთოლი სუნელია, რომელსაც სპეციფიკური და სასიამოვნო სურნელი აქვს. სწორედ ამიტომ, იგი აქტიურად გამოიყენება კულინარიაში. არომატული მცენარე გაჯერებულია
ეთერზეთებით. მის შემადგენლობაში შედის B, PP, A, C_ვიტამინები, კალიუმი, რუტინი, რკინა, სელენი, მანგანუმი, თუთია, სპილენძი და სხვა მრავალი სასარგებლო ნივთიერება. დაფნის ფოთლებს უზარმაზარი სარგებლის მოატანა შეუძლია თქვენი ჯანმრთელობისთვის.
- დაფნის ფოთლების დახმარებით შეძლებთ დეპრესიისგან განკურნებას;
- შეგიძლიათ გამოიყენოთ საჯდომი ნერვის ანთების სამკურნალოდ;
- კურნავს კანის ინფექციებს;
- ურეთრიტს_საშარდე მილის ანთებას;
- აღგიდგენთ ენერგიას;
- კურნავს ფსიქიკურ პრობლემებს;
- ცისტიტს;
- ართრიტს;
- კურნავს ხვრინვას;
- კურნავს შუა ყურის ანთებას ანუ ოტიტს;
- დაგეხმარებათ მუცლის შებერილობისა და მეტეორიზმის დროს;
- გამოდევნის ზედმეტ სითხეს ანუ ბუნებრივი შარდმდენი საშუალებაა;
სტატიაში შემოგთავაზებთ დაფნის ფოთლების ბაზაზე მომზადებული უმარტივესი საშუალების რეცეპტს. გამოიყენეთ დაფნის ფოთლები სწორად და მიიღეთ მისი სამკურნალო თვისებების მაქსიმუმი.
სამკურნალო ნახარშის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- გამხმარი და დაქუცმაცებული დაფნის ფოთლები 1 ჩ. კ.
- წყალი 1 ჩ. ჭ.
მომზადებისა და მიღების წესები:
- წყალი აადუღეთ, დაამატეთ დაფნის ფოთლები და ადუღეთ კიდევ რამდენიმე წუთი.
- ნახარში გადმოდგით ცეცხლიდან, გადაწურეთ და შეგიძლიათ გამოიყენოთ.
- შეგიძლიათ დაატკბოთ თაფლით.
ნახარში მიიღეთ თითო-თითო ჩაის ჭიქა დილა-საღამოს. დილით აუცილებად უზმოზე უნდა მიიღოთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!
გახსოვდეთ, თვითმკურნალობა შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის. ნებისმიერი ხალხური საშუალების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან.