თმის მოვლა ყველასთვის მნიშვნელოვანი საკითხია, ამიტომაც წარმოგიდგენთ ექსპერტების მიერ გამხელილ 9 მეთოდს, რომელიც თმის სისუფთავის და ლამაზი მოცულობის შენარჩუნებაში ეფექტურად დაგეხმარებათ:
წაისვით შამპონი პროფესიონალივით
დაისველეთ თმა 1 წუთის განმავლობაში და შემდეგ შამპონიანი ხელები წაისვით თავზე წრიული მოძრაობით, ზევიდან ქვევით.
ვარცხნილობების დაგეგმვა
დაგეგმეთ ყოველდღიური ვარცხნილობები წინასწარ მათი სირთულის თანდათანობით გაზრდის მიხედვით და ასე თმის უფრო ნაკლები სიხშირით დაბანა დაგჭირდებათ.
სეიჯის ხსნარი
გახსენით 1 ჭიქა წყალში 4 ს/კ მშრალი სეიჯის ხსნარი და მოხარშეთ ჩაის მსგავსად. გაცივების შემდეგ დაიბანეთ თმა მისი საშუალებით და შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
დაბანის განრიგი
თმის ყოველდღიურად დაბანით თქვენ ცხიმების ჯირკვლების მუშაობას შეასუსტებთ, რადგან მათ კანის ელემენტების ბალანსის აღდგენაზე ზრუნვა იშვიათად მოუწევთ. ამიტომ მოერიდეთ თმის ყოველდღე დაბანას.
გამოიყენეთ მშრალი შამპონი ვარჯიშის წინ
ვარჯიშის შემდეგ მსგავსი პროდუქტის გამოყენებას აზრი არ აქვს, რის გამოც იგი ვარჯიშამდე უნდა ვიხმაროთ, რათა მთელი ოფლი შეიწოვოს ვარჯიშისას.
ბალიშის პირის განრიგი
ბალიშის პირები მაკიაჟის ნარჩენებს, მკვდარი კანის ნაწილაკებს და უამრავ ბაქტერიას იკრობენ, რის გამოც ისინი მინიმუმ კვირაში ერთხელ უნდა გამოცვალოთ, რათა ბალიშმა თმა არ დასვაროს.
თმის ლიმონათი
აურიეთ ერთი ლიმონიდან გამოწურული წვენი 1 ლიტრ წყალში და დაიბანეთ მიღებული ნაზავით თმები. ეს თმას ახლებურ იერს და მოცულობას შეუნარჩუნებს. დაბანისას დაიმასაჟეთ ცალი ხელით თმის ღერების ძირები.
მაღალი ვარცხნილობები
მაღლა შეკრული თმები მას უფრო დიდხანს უნარჩუნებს ახლებურ იერს. სახლში ყოფნისას ატარეთ მაღლა აწეული თმა და გასვლის წინ ჩამოიშალეთ. ეს თმას მოცულობასაც შემატებს.
თავის ქალის კანის მოვლა
თაავის ქალის კანის ნიღბების გამოყენება თქვენი თმის მოცულობას გააუმჯობესებს. დატენიანებული კანი არ გამოყოფს ზედმეტ ცხიმს და ეს თმის სისუფთავეს უფრო დიდი ხნით შეგინარჩუნებთ. წაისვით ნიღაბი იმ ნაწილში, სადაც თქვენი თმა იყოფა და დაიმასაჟეთ კანის ეს არე.