პარაზიტები ჩვენს ორგანიზმში სხვადასხვა გზით აღწევენ, ძირითადად, დაბინძურებული საკვებითა და წყლით, აგრეთვე ცხოველებთან კონტაქტით.
თუ თქვენ სუსტი იმუნიტეტი გაქვთ, პარაზიტებთან ბრძოლის შანსები მინიმალურია. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემების დროსაც სიტუაცია არ არის ოპტიმისტური.
სამწუხაროდ, ძნელია ნაწლავის პარაზიტების ამოცნობა, რადგან სიმპტომებით ძალიან ჰგავს სხვა საერთო დაავადებებს.
იხილეთ იმ სიმპტომთა ჩამონათვალი, რომელიც გატყობინებთ, რომ თქვენ დაუპატიჯებული მავნებლები გყავთ და დროულად უნდა იზრონოთ ორგანიზმის პარაზიტებისგან გაწმენდაზე.
1. იმუნიტეტის დაქვეითება
როდესაც ორგანიზმში პარაზიტები ხვდებიან, ისინი შთანთქავენ ვიტამინებს, მინერალებს და სხვა საჭირო საკვებ ნივთიერებებს. ეს იწვევს იმუნიტრტის დაქვეითებას.
დაქვეითებული იმუნიტეტი კი იწვევს ვირუსებისა და სხვადასხვა ინფექციების გავრცელებას.
2. ალერგიული რეაქციები
პარაზიტები იწვევენ გაღიზიანებასა და ანთებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ეს ართულებს საჭმლის მონელებას და იწვევს ალერგიულ რეაქციებს გარკვეული საკვების მიმართ.
3. უკიდურესი დაღლილობა
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პარაზიტები შთანთქავენ მიღებული ვიტამინებს, საკვებ ნივთიერებებს, რაც იწვევს სისუსტესა და დაღლილობას.
5. ყაბზობა
პარაზიტები აფერხებენ საჭმლის მონელებას და ნარჩენების გამოდევნას, რაც იწვევს ყაბზობას.
6. მეტეორიზმი
პარაზიტები იწვევენ საჭმლის მომნელებელი სისტემის ბლოკირებას, რასაც შედეგად მოჰყვება მუცლის შებერილობა-მეტეორიზმი.
შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომლის ძირითადი ინგრედიენტი გოგრის თესლია.
გოგრის თესლი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება პარაზიტების საწინააღმდეგოდ, რადგან იგი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც გამანადგურებელ გავლენას ახდენს პარაზიტებზე.
სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- გოგრის თესლი 130 გრ
- წყალი ნახევარი ჩ. ჭ.
- სეზამის ან ნუშის რძე ნახევარი ჩ. ჭ.
მომზადებისა და მიღების წესები:
- წყლისა და სეზამის ან ნუშის რძის ნარევს, დაამატეთ გოგრის გატარებული თესლი და კარგად აურიეთ.
- რეკომენდებულია, ნარევი მიიღოთ დილით ადრე, საუკეთესო ვარიანტია დილის 5 საათი, რა თქმა უნდა, უზმოზე.
- 2 საათის შემდეგ მიიღეთ აბუსალათინის ზეთი (თბილი) 1 ჩ. კ., რომელიც მსუბუქი საფაღარათო საშუალებაა.
მკურნალობის პროცესის დროს მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი. სამკურნალო პროცედურების ხანგძლივობა – 5 დღე. გისურვებთ ჯანმრთელობას!