ყველა დიასახლისის ოცნებაა, რომ ქვაბები, ჩაიდანი, ტაფები და სამზარეულოს ზედაპეირი სისუფთავისგან ბრწყინავდეს.
ამჯერად, შემოგთავაზებთ საოცრად ეფექტური და ბიუჯეტური საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობითაც ძალიან მარტივად მოაშორებთ ჭურჭელს ცხიმებს და შეძლებთ, რომ ისინი სისუფთავისგან ბრწყინავდეს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- წყალბადის ზეჟანგი 2 ს. კ.
- საკვები სოდა 1,5 ს. კ.
- ჭურჭლის სარეცხი საშუალება 1 ს. კ.
მომზადების წესი:
1. მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ. მიღებული ნაზავი ღრუბლის მყარი მხრით ჭურჭლის მთელ ზედაპირზე გაანაწილეთ და სამოქმედოდ დატოვეთ 20 წუთით.
2. კიდევ ერთხელ გადაუსვით დატენიანებული ღრუბელი და შემდეგ კარგად გარეცხეთ. თუ სამზარეულოს კარადების ზედაპირის გაწმენდას გადაწყვეტთ, ინგრედიენტთა პროპორციები გაზარდეთ და გასაწმენდად გამოიყენეთ ღრუბლის რბილი მხარე.
შემოთავაზებული საშუალება მომზადებისთანავე უნდა გამოიყენოთ. ცადეთ უმარტივესი საშუალება, ნუ გადაიხდით ზედმეტს ქიმიურ პროდუქტებში და თქვენი ქვაბები, ჩაიდანი, ღუმელის ზედაპირი სისუფთავისგან იბრწყინებს.