ჩვენ ვზრუნავთ თქვენს სილამაზეზე და შემოგთავაზებთ საოცრად ეფეფქტური ნიღბების რეცეპტებს, რომელთა ძირითადი იგრედინეტი სახამებელია. საკუთარი გამოცდილება მაძლევს იმის უფლებას, გირჩიოთ საოცარი ნიღბების რეცეპტები, რომლებიც უსაყვარლესმა ქალბატონმა გამიზიარა. მიუხედავად იმისა, რომ იგი შუა ხნის ასაკისაა, ვერც კი შეამჩნევთ. მისი სახის კანის სილამაზითა და სიმკვრივით აღფრთოვანებულმა, სასწრაფოდ დავიწყე სახამებლის ნიღბების გამოყენება და შედეგმაც არ დააყოვნა. მერწმუნეთ, რამდენიმე პროცედურის შემდეგ სახის კანს სასიკეთო ცვლილებებს დაატყობთ.
ნიღბების შემადგენლობაში შემავალი იგრედიენტები ბუნებრივი და ყველასთვის ხელმისაწვდომია.
სახამებლის ნიღაბის რეცეპტი
საჭირო იგრედიენტები:
- სახამებელი 1 ს. კ.
- მარილი 1 ჩ. კ.
- თაფლი 1 ჩ. კ.
- ცოტა რძე
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და გაიჩერეთ 30 წუთი. ნიღაბის ნარჩენები ბამბის ტამპონით მოიშორეთ და შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
სახამებლისა და ვარდკაჭკაჭას ნიღაბი
სახამებლის ნიღაბი ამკვრივებს, ატონიზირებს კანს, ააქტიურებს შინაგან პროცესებს. დამატებითი იგრედიენტები, რომლებიც ნიღაბის შემადგენლობაშია, აძლიერებს სახამებლის ეფექტს.
- სახამებელი 4 ს. კ.
- არაჟანი 4 ს. კ.
- ვარდკაჭკაჭას ფხვნილი 3 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ, მიიღებთ სქელ მასას. ნიღაბი დააიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. გაიჩერეთ 30 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
სახამებლის ნიღაბი კვერცხის ცილით
საჭირო იგრედიენტები:
- კარტოფილის სახამებელი 1 ს. კ.
- ადუღებული წყლის მცირე რაოდენობა
- 1 კვერცხის ცილა
- ლიმონის წვენი 0,5 ლ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
სახამებელს დაამატეთ იმ რაოდენობის წყალი, რომ პასტისებური მასა მიიღოთ, შემდეგ შეურიეთ 1 კვერცხის ცილა და ლიმონის წვენი. მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ. მიღებული ბლანტი მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და 40 წუთით დაიყოვნეთ.
ნიღაბის ნარჩენები ბამბის ტამპონით ჩამოიწმინდეთ და შემდეგ სახე თბილი წყლით დაიბანეთ.
სახამებლის ბაზაზე შექმნილ ნიღბებს ბოტოქსის ეფექტი აქვს. გირჩევთ, ნუ დაელოდებით სახის ასაკობრივ ცვლილებებს, დაუყონებლივ დაიწყეთ ნიღბების გამოყენება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.