შესქელებული რძისა და შოკოლადის უგემრიელესი ბურთულები 15 წუთში. ბრაზილიური რეცეპტი, რომელიც შეგიყვარდებათ

შემოგთავაზებთ საოცრად გემრიელი ბრაზილიური შოკოლადის „ბრიგადეიროს“ რეცეპტს, რომელიც უმარტივესი მოსამზადებელია. უმოკლეს დროში შეძლებთ ამ საოცრების დაგემოვნებას.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • შესქელებული რძე 2 ქილა
  • კაკაოს ფხვნილი 8 ს. კ.
  • კარაქი 100 გრ
  • გახეხილი მწარე შოკოლადი

მომზადების წესი:

  1. სქელძირიან ქვაბში, ჩაასხით შესქელებული რძე, დაამატეთ გაცრილი კაკაო და კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ კარაქი, დადგით დაბალ ცეცხლზე და  განუწყვეტლივ ურევთ 15-20 წუთის განმავლობაში.
  2. მასა გასქელდება. იმისათვის, რომ გაიგოთ, შოკოლადი მზად არის თუ არა, ჩაის კოვზის წვერით აიღეთ, ჩადეთ ცივ წყალში და ხელით დაამრგვალეთ. თუ შოკოლადი ფორმას შეინარჩუნებს ე. ი. მზად არის.
  3. მზა მასა გააგრილეთ, გამოხელეთ თქვენთვის სასურველი ზომის ბურთულები და ამოავლეთ წინასწარ გახეხილ მწარე შოკოლადში. შეგიძლიათ გამოიყენოთ თეთრი შოკოლადიც.
  4. შემოთავაზებული პროპორციებით, დაახლოებით 1 კილოგრამადე კანფეტს მოამზადებთ, ხოლო თუ პროპორციებს  გაანახევრებთ_ნახევარ კილოგრამს. კანფეტები შეინახეთ მაცივარში.

შემოთაბაზებული ნუგბარის ძირითადი ინგრედიენტი არის შესქელებული რძე, კაკაო, კარაქი, რომელსაც შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა კონიაკი ან თხილი, ნუში, ნებისმიერი ჩირი და შეჰმატოთ საოცარი არომატი.