მკვახე პამიდვრის მწნილი ერთ დღე-ღამეში. გემო, რომელიც შეგიყვარდებათ

დამეთანხმებით, რომ მკვახე პამიდვრის მჟავე მწნილებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. შემოგთავაზებთ უმარტივეს რეცეპტს, რომლის მიხედვითაც მოამზადებთ მკვახე პამიდვრის საოცრად არომატულ და ხრაშუნა მჟავეს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • მკვახე პამიდორი 2 კგ
  • ნიორი 1 თავი
  • ოხრახუში 1 კონა
  • ნიახური 1 კონა
  • ქვამარილი (გოხი მარილი) 5 ს. კ.
  • შაქარი 5 ჩ. კ.
  • ვაშლის ძმარი 1 ჩ. ჭ.
  • ცივი წყალი 1,5 ლ
  • ლიმონის წვენი 5 ს. კ.
  • შავი პილპილი 2 ჩ. კ.

მომზადების წესი: 

  1. პამიდორი გარეცხეთ და ქვემოთა მხრიდან ღრმად ჩაჭერით ჯვარედინად.
  2. ნიორი დაჭერით და ჩადეთ ჭრილებში, შემდეგ აიღეთ მოცემული მწვანილის თითო-თითო ღერი, გადაკეცეთ და ჩადეთ  ჭრილებში.
  3. მზა პამიდვრები ჩააწყვეთ გასტერილებულ ხუთლიტრიან ქილაში და დაამატეთ ნიორი.
  4. მარინადის მოსამზადებლად წყალს დაამატეთ ქვამარილი, შაქარი, ვაშლის ძმარი, აურიეთ და დაასხით პამიდორს. ქილას დაახურეთ ხუფი და დადგით სიგრილეში.

პამიდორი შეგიძლიათ მეორე დღესვე დააგემოვნოთ, მაგრამ თანდათან უფრო და უფრო გემრიელდება, ამიტომ, რაც უფრო დიდი ხნით გააჩერებთ, მით უფრო არომატული გახდება.