შავი წერტილები ესთეტიკურად უსიამოვნო პრობლემაა, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ადგილზე გაჩნდეს, განსაკუთრებით კი ჭარბობს სახეზე. ეს პრობლემა შეიძლება გამწვავდეს მზის სხივების ზემოქმედებით, ჰორმონალური ცვლილებებით და ა. შ. გამწვავების შედეგად შავი წერტილები მუქდება და დიდდება, რაც საშინელ დისკომფორტს გიქმნით და გიკარგავთ თავდაჯერებულობას.
შემოგთავაზებთ ხელნაკეთი ნიღაბის რეცეპტს, რომელიც მხოლოდ ორი ინგრედიენტისგან შედგება. ნიღაბი სასწაულებს ახდენს თქვენი კანისთვის. იგი წმენდს და ამკვრივებს კანს, ათანაბრებს ტონს, ებრძვის ჭორფლებს, ნაოჭებს, აკნეს.
შვრია სასარგებლო პროდუქტია, რომელიც არა მარტო საჭმლის მონელებას უწყობს ხელს, კანის პრობლემების მოსაგვარებლადაც საუკეთესო საშუალებაა. შვრია ღრმად აღწევს კანში და წმენდს ფორებს, შთანთქავს ჭუჭყსა და ნარჩენებს სახიდან.
ლიმონის წვენი კი საუკეთესო გამაღიავებელი საშუალებაა, რომელიც აფერხებს ჭორფლებისა და აკნეს გაჩენას, ხელს უწყობს კანიდან ზედმეტი ცხიმის მოშორებას.
ნიღაბის მოსამზადებლად გჭირდებათ შვრია და ლიმონის ახალგამოწურული წვენი.
მომზადების წესი:
ინგრედიენტები აიღეთ იმ პროპორციებით, რომ მიიღოთ მალამოს სისქის ერთგვაროვანი მასა. ნიღაბი დაიტანეთ კანზე და სახე კარგად გაიწინდეთ.
სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პირველივე პროცედურის შემდეგ გექნებათ შედეგი. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 3-4 ჯერ, სასურველი შედეგის მიღებამდე.