ფენოვანი ცომით მომზადებული ფუნთუშები ხაჭოს ნაზი შიგთავსით. ტკბილეულობა, რომელიც მთელ ოჯახს შეუყვარდება

შემოგთავაზებთ ხაჭოს შიგთავსით გაჯერებული ფენოვანი ცომით მომზადებული ფუნთუშების რეცეპტს.

ნაზი, ჰაეროვანი და არომატული ფუნთუშები ისეთი გემრიელია, რომ მთელ ოჯახს სუფრასთან შეკრებს და თქვენს სახლს ბედნიერებითა და სიხარულით აავსებს!

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • უსაფუვრო ფენოვანი ცომი 400 გრ
  • ხაჭო 400 გრ
  • შაქარი 3-4 ს. კ.
  • ვანილინი ნახევარ ჩაის კოვზზე მეტი
  • კვერცხი 1 ცალი
  • არაჟანი 1-2 ს. კ.
  • უწიპწო ქიშმიში გემოვნების მიხედვით
  • კვერცხი ზემოდან წასასმელად
  • შაქრის ფხვნილი და სეზამის მარცვლები

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ქიშმიშს დაასხით ცხელი წყალი, ცოტა ხანს გააჩერეთ, გადაწურეთ და გააშრეთ.
  2. აურიეთ ხაჭო, 1 კვერცხი, არაჟანი, ვანილინი და ქიშმიში.
  3. ფენოვანი ცომი გაყავით 2 ნაწილად. ჯერ ერთი ნაწილი გააბრტყელეთ 15/35 სმ-ის მართკუთხედი ფორმის ფენად. შემდეგ ცომზე თანაბრად გაანაწილეთ მომზადებული შიგთავსის ნახევარი  (კიდეებამდე ბოლომდე არ მიხვიდეთ) და გადაახვიეთ რულეტივით.
  4. რულეტის კიდეები მჭიდროდ შეკარით და დაჭერით 3-4 სმ სიგანის ნაჭრებად.
  5. იმავე წესის მიხედვით მოამზადეთ ცომის მეორე ნაწილიც.
  6. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
  7. მომზადებული ფუნთუშები დააწყვეთ საცხობ ფორმაზე, ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კვერცხი, მოაყარეთ სეზამის მარცვლები ან დარიჩინი.
  8. ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. როდესაც ფენოვანი ფუნთუშები ოქროსფრად დაიბრაწება მზად არის.

მზა ფუნთუშები დააწყვეთ ლანგარზე, გააგრილეთ და დაფარეთ შაქრის ფხვნილით. გემრიელად მიირთვით!