ჩემი დიდი ბებიის საშინაო რეცეპტი იმუნიტეტის გასაძლიერებლდ და მძიმე დაავადებათა პროფილაქტიკისთვის

იმისათვის, რომ იზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე, იცოცხლოთ დიდხანს და იცხოვროთ აქტიური ცხოვრების წესით, აუცილებელია გქონდეთ ჯანსაღი ჩვევები, რომელიც მოიცავს დაბალანსებულ კვებას, რეგულარულ ვარჯიშს.

სასურველია, შიგადაშიგ მიიღოთ ბუნებრივი ინგრედიენტებით დატვირთული საშუალებები და ორგანიზმი გააჯეროთ ვიტამინებითა და სხვა სასარგებლო საკვები ნივთიერებებით. მათი დახმარებით შეძლებთ, რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა და მოიგვაროთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული  უამრავი პრობლემა.

შემოგთავაზებთ სამკურნალო სასმელის რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ უჯრედების გაახალგაზრდავებას, სისხლის გაწმენდას, ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესების შეფერხებას, მეტაბოლიზმის ასწრაფებას, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირების გაუმჯობესებას და ა. შ. გამაახალგაზრდავებელი სასმელის შემადგენლობაში შედის წითელი ღვინო, ნიორი და პაპრიკა.

მოგაწვდით მცირე ინფორმაციას თუ რა სარგებელი მოაქვს თითოეულ ინგრედიენტს ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის.

ნიორი შეიცავს ალიცინს, გოგირდით მდიდარ ნაერთს, რომელიც მოქმედებს როგორც ღვიძლის გამწმენდი, რომელიც  გამოდევნის სისხლში და ქსოვილში დაგროვილ ტოქსიკურ ნივთიერებებს. ნიორს აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი. არეგულირებს არტერიულ წნევას და აძლიერებს იმუნურ სისტემას.

ღვინო უძლიერესი ანტიოქსიდანტია, რომელიც ხელს უშლის გულის დაავადებების განვითარებას. ამცირებს ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს უჯრედების აღდგენას, საუკეთესო დამხმარეა ზედმეტი წონის მოსაშორებლად. სხვადასხვა კვლევებმა დაადასტირა, რომ ღვინოს შესწევს კიბოს პრევენციის უნარი.

პაპრიკა შედგება ვიტამინებისგან და მინერალებისგან. იგი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ამცირებს ტრიგლიციდების გემოს, ცუდი ქოლესტერინის დონეს, აფერხებს კუჭის წყლულის, ინფექციების, ვირუსების გნვითარებას, ხელს უწყობს ენდორფინების, ბედნიერებისა და სიხარულის ჰორმონების, წარმოებას, აძლიერებს ორგანიზმს, წმენდს სისხლის, აქვეითებს მადას, ხელს უწყობს ცხიმების წვას, ასწრაფებს მეტბოლიზმს და შესაბამისად ხელს უწობს წონის კორექციას. პაპრიკა ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც აკონტროლებს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს.

სიცოცხლის ელექსირის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 12 კბილი ნიორი
  • ½ ლ წითელი ღვინო (სუფთა ღვინო)
  • 1 ჩ. კ. პაპრიკა (წითელი ბულგარული წიწაკა დაფქული)

მომზადების წესი:

ნიორი დაჭერით პატარა ნაჭრებად და გააჩერეთ 10 წუთი. ამ გზით ხელს შეუწყობთ მისი სასარგებლო ნივთიერებების გააქტიურებას. ღვინო ჩაასხით ერთლიტრიან ქილაში, დაამატეთ ნიორი და გააჩერეთ 2 კვირა. ქილა ყოველ დღე უნდა შეანჯღრიოთ, მინიმუმ დღეში 2-3-ჯერ. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, გადაწურეთ, დაამატეთ პაპრიკა, კარგად შეანჯღრიეთ და სამკურნალო საშუალებაც მზად არის. სასმელი გადაიტანეთ მინის ბოთლში და შეინახეთ მაცივარში.

მიღების წესი:

სასმელი მიიღეთ დღეში 3-ჯერ თითო-თითო ს. კ., უმჯობესია,  დალიოთ ჭამის შემდეგ. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 1 თვე. სასურველია, მკურნალობა ჩაიტაროთ წელიწადში 2-ჯერ. გისურვებთ ჯანმრთელობას!