საზაფხულო სასმელი, რომელიც ააქტიურებს ცხიმის წვის პროცესს და ებრძვის გაცხიმოვნებას

სტატიაში შემოგთავაზებთ დიეტური და გამაგრილებებლი სასმელის ,,სასის წყლის“ რეცეპტს, რომლის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტები ბუნებრივი და ორგანიზმისთვის სასარგებლოა. რეცეპტის ავტორი არის დიეტოლოგი სინტია სასი. სასმელი ცხიმების დასაწვავად საუკეთესო საშუალებაა.

ცნობილია, რომ სასის წყალი დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და არეგულირებს ნაწლავის ფუქციონირებას. გარდა ამისა, სასმელს აქვს გამაგრილებელი ეფექტი, აქვეითებს მადას და ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს.

სასის წყალს კარგი გემო აქვს. იგი არ შეიცავს შაქარს. კარგად მოქმედებს საერთო განწყობაზე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სასმელის შემადგენლობა დატვირთულია ბუნებრივი პროდუქტებით, რომელთაც დიდი სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისთვის. მაგალითად, ჯანჯაფილი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემის მკურნალად გვევლინება. კოჭა სასარგებლო სანელებელია, რომელიც ასწრაფებს მეტაბოლიზმს.

სასის წყალი განსაკუთრებით ეფექტურია წელიწადის ცხელ თვეებში. სასმელის შემადგენლობაში შედის პიტნა, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას. პიტნას აქვს მსუბუქი სედატიური ეფექტი (ხსნის დაძაბულობას და საძილე საშუალებაა).

საოცარი სასმელის შემადგენლობაში შედის ლიმონი ან კიტრი. თუ ციტრუსებზე ალერგია გაქვთ, მაშინ ლიმონი კიტრით ჩაანაცვლეთ.

ის უმარტივესი მოსამზადებელია, მაგრამ საოცრად ეფექტურია.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • სუფთა წყალი 2 ლ
  • ჯანჯაფილი (საშუალო ზომის)
  • ლიმონი ან კიტრი 1 ცალი
  • პიტნა 2-3 ღერი

მომზადების წესი:

  1. კოჭა და ლიმონი დაჭერით პატარა კუბიკებად. თუ ციტრუსზე ალერგია არ გაქვთ, შეგიძლიათ ლიმონი გრეიფრუტით ჩაანაცვლოთ.
  2. მინის ბოთლში ჩაასხით წყალი, დაამატეთ ჯანჯაფილი, ლიმონი და პიტნა.
  3. მომზადებული სასმელი შედეთ მაცივარში.
  4. სასის წყალი  ამცირებს მადას და გიკლავთ წყურვილს.
  5. საოცარი სასმელი უმარტივესი მომზადებულია და არ აქვს უკუჩვენება.

მოამზადეთ დიეტური სასმელი ,,სასის წყალი“ და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.