ამ რეცეპტით მომზადებული ჩებურეკი ყოველთვის ძალიან ხრაშუნა, წვნიანი და არომატული გამოდის

შემოგთავაზებთ წვნიანი შიგთავსით, ნაზი და ხრაშუნა ცომით მომზადებული ,,ჩებურეკის“ რეცეპტს. ისეთი გამრიელი გამოდის, რომ თითებს ჩაიკვნეტთ.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 3 ჩ. ჭ. ფქვილი
  • ½ ს. კ. მარილი
  • 1 ჩ. ჭ. წყალი
  • 1/3 ჩ. ჭ. ზეთი
  • 1 ცალი კვერცხის გული

შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 600 გრ დარბილებული ხორცი
  •  3-4 თავი საშუალო ზომის ხახვი
  • 1 ს. კ. მარილი
  • 1 ჩ. კ. შავი პილპილი

მომზადების წესი:

  1. აიღეთ დიდი თასი, ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი, დაამატეთ მარილი, ნელ-ნელა დაასხით თბილი წყალი და ჩანგლით კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ ზეთი, კვერცხის გული და მოზილეთ ცომი. გაითვალისწინეთ, რომ ცომს დიდხანს ზელა სჭირდება. თუ ცომსაზელს გაოიყენებთ, მაშინ საჭირო ინგრედიენტები ერთდროულად ჩაყარეთ. მიღებულ მასას გადააფარეთ სკვების ცელოფანი და დაასვენეთ 20 წუთი.
  2. შიგთავსისთვის  აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ხორცი (უმჯობესია თუ ცოტა ცხიმიანს აირჩევთ) და ხახვთან ერთად გაატერეთ. შემდეგ შეაზავეთ მარილითა და შავი პილპილით. იმისათვის, რომ შიგთავსი წვნიანი გამოგივიდეთ, გირჩევთ, რამდენიმე საათით ადრე  მოამზადოთ.
  3. აიღეთ ცომის პატარა გუნდა და გააბრტყელეთ, მიეცით წრის ფორმა. ცომის ერთ ნაწილზე დაიტანეთ შიგთავსი და თანაბრად გაანაწილეთ, შემდეგ  გადმოკეცეთ მეორე ნაწილი. კიდეები ოდნავ დაატენიანეთ და მჭიდროდ შეაერთეთ. ღვეზელი ხელით გააბრტყელეთ და კიდეები ჩანგლით ლამაზად გააფორმეთ.
  4. ტაფაზე დაასხით ბლომად ზეთი, აადუღეთ და ღვეზელები ორივე მხიდან შეწვით, შესაწვავად დასჭირდება, დაახლოებით 2-2 წუთი.

მოამზადეთ ოქროსფერი ,,ჩებურეკები“ და გაახარეთ თქვენი საყვარელი ადამიანები.