ფიტნეს ინსტრუქტორი კრეგ ბალანტაინი საკმაოდ საინტერესო ბლოგს გვიზიარებს ჯანსაღი ჭამისა და საჭირო ძილის შესახებ. მან გამოიგონა “10-3-2-1-0″ ფორმულა, რომლის წყალობითაც შეგიძლიათ ღამის სრული ძილით დატკბეთ და ასევე დილას ენერგიით სავსემ გაიღვიძოთ.
კრეგს სჯერა, რომ იდეალური ღამის ძილი დღისით იწყება, რადგან სწორედ ამ დროს უნდა დაიწყოთ მისთვის მზადება. მისი იდეები ასეთია:
დაძინებამდე 10 საათით ადრე:
სწორედ ამდენი დრო გჭირდებათ თქვენი სისხლის გასაწმენდათ კოფეინში არსებული სტიმულატორებისგან. შესაბამისად ამ პერიოდში უნდა შეწყვიტოთ ყავის, მწვანე ან შავი ჩაის, კოკა-კოლის, ენერგეტიკული სასმელების და შოკოლადის მიღება.
დაძინებამდე 3 საათით ადრე:
არ ჭამოთ არაფერი და არ დალიოთ ალკოჰოლი, თუ დაძინებამდე 3 საათი გაქვთ დარჩენილი. თქვენი ორგანიზმი დიდ ენერგიას ხარჯავს ალკოჰოლში არსებული ნეგატიური ნაწილების გადასამუშავებლად და ბოლო საჭმელის მოსანელებლად. შესაბამისად, შეიძლება მთელი ეს დრო სახლში იყოთ და ისვენებდეთ, მაგრამ დალევისა და ჭამის გამო თქვენი ორგანიზმი სრული დატვირთვით მუშაობდეს. სწორედ ამის გამო გაღვიძების შემდეგ ისეთი შეგრძნება შეიძლება გქონდეთ, თითქოს მთელი ღამე მონასავით მუშაობდით.
დაძინებამდე 2 საათით ადრე:
ამ პერიოდში არ იმუშაოთ და არც იფიქროთ სამუშაოზე. გადადეთ ყველაფერი ხვალისთვის.
დაძინებამდე 1 საათით ადრე:
ამ დროს უკვე უნდა შეეშვათ ტელევიზორის, კომპიუტერის და სმარტფონის ეკრანების ყურებას. როგორ ძალიანაც არ უნდა გსურდეთ სოციალური ქსელების მონახულება, ამისგან თავი უნდა შეიკავოთ. მიეცით თვალებს დასვენების საშუალება.
მაღვიძარამდე 0 წუთით ადრე:
დილას ასეთ დროს უნდა გამორთოთ თქვენი მაღვიძარა და მაშინვე ადგეთ. არ მისცეთ თავს საშუალება გადაერთოს ისევ ძილის რეჟიმზე. მაღვიძარის გათიშვასთან ერთად მაშინვე ადგომა დაგეხმარებათ სასარგებლო ჩვევის ჩამოყალიბებაში. უნდა გახსოვდეთ, რომ კიდევ 5 ან 10 წუთით ლოგინში გაჩერება უფრო ნაკლებად დაღლილს არ გაგხდით.
ჩვენი წოლის მანერამაც შეიძლება იქონიოს ძილის ხარისხზე გავლენა. დაწექით ზურგზე ძილისას, თუკი უფრო დიდხანს გსურთ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ. ეს პოზიცია უფრო ნაკლები ხაზების და ნაოჭების გაჩენას იწვევს, რადგან ამ დროს თქვენს სახეზე ზეწოლა ნაკლებია. ამ ფორმაში წოლა ასევე მკერდის დეფორმაციას უშლის ხელს.