შემოგთავაზებთ ამერიკული ,,დონატების“ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც შეძლებთ საოცარად გემრიელი და ყველასთვის საყვარელი დესერტის მომზადებას.
ფუნჩულების ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 500 მლ რძე
- 125 გრ კარაქი ან მარგანინი
- 2 ცალი კვერცხი
- 3 ს. კ. შაქარი
- 1,5 ჩ. კ. მარილი
- 0,5 ჩ. ჭ. თბილი წყალი
- ფქვილი საჭიროების მიხედვით (ცომი სქელი არ უნდა იყოს, მაგრამ ხელზეც არ უნდა გეკრობოდეთ)
- საფუარი 11 გრ
- ვანილი
- ზეთი 300-400 მლ
მომზადების წესი:
- რძისა და წყლის ნარევი ოდნავ შეათბეთ, დაამატეთ შაქარი, საფუარი, აურიეთ და დააყოვნეთ 10 წუთი. შემდეგ შეათქვიფეთ კვერცხი, დარბილებული კარაქი, მარილი, ვანილი, ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილი და კოვზით კარგად აურიეთ.
- შემდეგ ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და ფქვილი კვლავ შეაზილეთ. ცომი უნდა იყოს საშუალო სისქის (ძალიან რბილი არ უნდა გამოგივიდეთ). მზა ცომი გადაიტანეთ თასში, გაადაფარეთ ტილო და გააჩერეთ საათ-ნახევარი.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და გააბრტყელეთ 1 სმ სისქეზე. ჭიქით გამოჭერით საშუალო ზომის წრეები და ცოტა ხნით გააჩერეთ.
- ცომების შუაგულიში პატარა დიამეტრის მქონე ჭიქით ამოჭერით წრეები, მაგრამ თუ კრემიანი ფუნჩულები გსურთ, მაშინ წრეები არ ამოჭრათ და შეწვის შემდეგ გვერდიდან ჩაჭერით და ჩადეთ კრემი ან ჩვეულებრივი წესის მიხედვით, მოამზადეთ კრემიანი ფუნჩულები.
- კრემის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შავი შოკოლადი, შინდის ჯემი, თეთრი შოკოლადი. ეს უკვე თქვენს გემოვნებაზე და ფანტაზიაზე არის დამოკიდებული.
- აიღეთ სქელძირიანი ქვაბი, ჩაასხით ზეთი და დადგით საშუალო ცეცხლზე. ზეთი უნდა ადუღდეს. გაითვალისწინეთ, ცომები თერმული დამუშავების დროს კიდევ იმატებს, ამიტომ ქვაბის დიამეტრის მიხედვით ჩააწყვეთ დონატები, დაახლოებით 2-3 ცალი.
- დონატები 2-3 წუთი შეწვით ჯერ ერთი მხრიდან, შემდეგ_მეორედან. მზა ფუნჩულები ხელსახოცზე დააწყვეთ.
უგემრიელესი დონატები ზემოდან დაფარეთ შაქრის ფხვნილით ან გამდნარი შოკოლადით. მოამზადეთ სასწაული დონატები და გააბედნიერეთ თქვენი პტარები.