დაიწყეთ ამ ვიტამინის სწორად გამოყენება, რათა ნაადრევი სიბერის არ შეგეშინდეთ

ასაკის მატებასთან ერთად იზრდება სახის კანის პრობლემები. ჩნდება წვრილ-წვრილი ნაოჭები, ასაკობრივ ლაქები, კანი კარგვს სიმკვრივესა და ელასტიურობას.

საბედნიეროდ, ამ პრობლემის მოსაგვარებელი უამრავი საშუალება არსებობს და ამ მხრივ ქალბატონები განებივრებულნი არიან. ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებების გარდა შეგიძლიათ გამოიყენოთ საშინაო პირობებში მომზადებული საშუალებები.

შემოგთავაზებთ კანის მოვლის საოცრად ეფექტურ საშუალებას უძლიერეს ანტიოქსიდანტს E ვიტამინს. იხილეთ E ვიტამინის ბაზაზე მომზადებული საუკეთესო ნიღბების რეცეპტები, რომლებიც მოგიგვარებთ კანის პრობლემებს. ამ საოცარი ვიტამინის წყარო ბუნებრივი პროდუქტებია. ასევე შეგვიძლიათ E ვიტამინი კაფსულების სახით გამოიყენოთ.

E ვიტამინი სილამაზისა და ახალგაზრდობის სადარაჯოზე.

სტაფილოსა და ავოკადოს ნიღაბი

საჭირო ინგრედიენტები:

  • სტაფილი (საშუალო) 1 ცალი
  • ავოკადო 1 ცალი
  • E ვიტამინი 8 კაფსულა

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ორივე პროდუქტი მდიდარია E ვიტამინით. სტაფილო მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე, გააციეთ და დაჭყლიტეთ. აიღეთ მომზადებული მასის 2 ს. კ. დაამატეთ გახეხილი ავოკადოს  2 ს. კ. და E ვიტამინი, კარგად აურიეთ და ნიღაბი მზადაა.

ნიღაბის გამოყენებამდე სახე თბილი წყლით დაიბანეთ, რაც ხელს შეუწყობს ფორების გახსნას და უზრუნველყოფს საჭირო სასარგებლო ნივთიერებების შეწოვას. ნიღაბი წაისვით სახის კანზე, ყელისა და მკერდის მიდამოებზე. გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

ბანანის ნიღაბი E ვიტამინის კაფსულებით

საჭირო ინგრედიენტები:

  • ბანანი (მწიფე) 1 ცალი
  • E ვიტამინი 5-8 კაფსულა

მომზადებისა და გამოყენების წესები:

2 ს. კ. ბანანის პიურეს დაამატეთ E ვიტამინი და კარგად აურიეთ. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და გაიჩერეთ 30 წუთი. შემდეგ კი  ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

კვერცხის ნიღაბი E ვიტამინით

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 1 ცალი კვერცხის გული
  • E ვიტამინის 3-5 კაფსულა

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, ყელსა და მკერდის მიდამოებზე. ნიღაბი 30 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამობანეთ.

შემოთავაზებული ნიღბები გაიკეთეთ ყოველ საღამოს 10 დღის განმავლობაში, შემდეგ კი დღეგამოშვებით. შედეგი აღგაფრთოვანებთ. სახის კანი ხდება გლუვი, მკვრივდება და ინარჩუნებს ჯანმრთელ იერს.

E ვიტამინით მდიდარი პროდუქტები მიიღეთ ყოველ დღე და დაეხმარეთ თქვენს კანს სილამაზისაა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში.

ამ საოცარი ვიტამინით მდიდარი პროდუქტებია: ავოკადო, კვერცხის გული, სელისა და ქოქოსის ზეთები, მწვანილი, ნუში, ისპანახი, ნიგოზი, ჩია, სეზამი, სელი.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მიიღეთ ყოველ დღე E ვიტამინით მდიდარი პროდუქტები, გამოიყენეთ E ვიტამინის ბაზაზე მომზადებული ნიღბები და იზრუნეთ თქვენს სილამაზესა და ახალგაზრდობაზე.