მანის ბაზაზე მომზადებული ბისკვიტი, რომელიც ყოველთვის იდეალურად ამოდის

შემოგთავაზებთ მანანის ბაზაზე მომზადებული ბისკვიტის რეცეპტს, რომლის მომზადება დამწყებ დიასახლისებსაც კი არ გაუჭირდება.

ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 1 ჩ. ჭ.
  • მანანი 1 ჩ. ჭ.
  • კეფირი 1 ჩ. ჭ.
  • შაქარი 1 ჩაის ჭიქაზე ცოტა ნაკლები
  • კარაქი 100 გრ
  • კვერცხი 2 ცალი
  • სოდა 0,5 ჩ. კ.

მოზადების წესი:

  1. მანანის ბურღულს დაასხით კეფირი, კარგად აურიეთ და 40 წუთი გააჩერეთ ასაფუებლად. შემდეგ დაამატეთ კვერცხი, შაქარი, დარბილებული კარაქი და მიქსერით კარგად ათქვიფეთ.
  2. შემდეგ ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი და სოდა.
  3. გამოსაცხობად დაგჭირდებათ, დაახლოებით 22 სმ დიამეტრის   ფორმა. ჩააფინეთ მასში პერგამენტის ქაღალდი და მზა ცომი ნაზად გადაიტანეთ.
  4. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 35-40 წუთი.

ბისკვიტი ფორმიდან ამოიღეთ გაგრილების შემდეგ. თუ სურვილი გაქვთ მოაფრქვიეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელი, რბილი, ნაზი და ფუმფულა ბისკვიტი მზად არის. გემრიელად მიირთვით!