როდესაც მუცლის შებერილობა მაწუხებს, ნატურალურ ჩაის მივირთმევ. თავად გამოცადეთ მისი ეფექტურობა

შემოგთავაზებთ ბალახების ჩაის, რომელიც სწრაფად და ეფექტურად აღგავსებთ ენერგიით და გაგიუმჯობესებთ  საჭმლის მონელებას. თქვენი სხეული ენერგიის უმეტეს ნაწილს უთმობს საჭმლის მონელებას. სწორედ ამიტომ, როდესაც ზედმეტი საკვების მიღება მოგიწევთ, გრძნობთ დაღლას, გსურთ დაწოლა და დასვენება. თუ თქვენი ორგანიზმი საკვებს  სათანადოდ ვერ გადაამუშავებს, ეს მიუთითებს, რომ მიდრეკილი ხართ სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მიმართ.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირების გაუმჯობესება მოგიგვარებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას და აღგავსეთ ენერგიით.

გირჩევთ, მიიღოთ ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული კამის ჩაი. ის საუკთესოა მუცლის შებერილობისგან გასათავისუფლებლად და ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოსადევნად.

ჩაის შემადგენლობაში შედის ბალახები, რომლებიც ზრდის ჟანგბადის ნაკადს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. კამისა და ქინძის თესლი უძლერესი საშუალებებია, რომლებიც  აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და მოგიგვარებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას.

იმისათვის, რომ ხელი შეუწყოთ საჭმლის მონელებას,  რეკომენდებულია ჩაის მიღება ჭამის შემდეგ. თუ თქვენი ორგანიზმი სწრაფად გაადმუშავებს და ითვისებს საკვებს, ივსებით ენერგიითა და თავს კარგად გრძნობთ. ჩაი უმარტივესი მოსამზადებელია და საოცრად არომატულია.

უძლიერესი სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • წყალი 2 ჩ. ჭ.
  • კამის თესლი 1 ჩ.კ.
  • ქინძის თესლი 1 ჩ. კ.

მომზადების წესი:

  1. წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე, დაამატეთ მოცემული ინგრედიენტები და გადმოდგით ცეცხლიდან.
  2. დააყოვნეთ 15 წუთი და შემდეგ გადაწურეთ.
  3. ჩაი მიიღეთ თბილი და არ დაატკბოთ.
  4. მოცემული ინგრედიენტებით მომზადებული ჩაი 2 მიღებაზე გეყოფათ.

გამოიყენეთ თქვენს სასარგებლოდ ბუნების ეს საოცრება, მოამზადეთ ჩაი ან უბრალოდ ჭამის შემდეგ ჩაღეჭეთ ჩაის კოვზამდე კამის თესლი და გაიუმჯობესეთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირება.