მიხაკი საოცრად არომატული სანელებელია, რომელსაც უძველესი დროიდან იყენებენ სხვადასხვა კერძების, სასმელებისა და სამკურნალო საშუალებების მოსამზადებლად.
მიხაკი შეიცავს ორგანულ მჟავებს, ამინომჟავებს, ვიტმინებს: A, D, E, K, C, B1, B2, B3, B5, B6, B12, მაგნიუმს, რკინას, სპილენძს, თუთიას, კალციუმს, ნატრიუმს, კალიუმს, ფოსფორს, ქლორს.
მიხაკს მრავალი სარგებლის მოტანა შეუძლია ადამიანის ორგანიზმისთვის. იგი ამჯობესებს საჭმლის მონელებას, გაგათავისუფლებთ მეტეორიზმისგან, მოგაშორებთ ლორწოსა და პარაზიტებს. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული მოქმედება, საუკეთესო ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა.
თუ თქვენ სუნთქვის განახლება და პირის ღრუს უსიამოვნო სუნისგან გათავისუფლება გსურთ, ნელ-ნელა ჩაღეჭეთ მიხაკის 1-2 ცალი მშრალი კვირტი. ამ გზით ნივრის უსიამოვნო სუნის გაქრობასაც კი შეძლებთ.
გამოიყენეთ ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი თისებებით მდიდარი მიხაკი და გათავისუფლდით მეტეორიზმისგან, გაიუმჯობესეთ საჭმლის მონელება. შემოგთავაზებთ მიხაკის ბაზაზე მომზადებული უმარტივესი საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ მეტეორიზმისგან გათავისუფლებას.
სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- მიხაკის 2-3 ცალი მშრალი კვირტი
- 1 ს. კ. თაფლი
- 1 ჩ. კ. მწვანე ჩაი
- 200 მლ წყალი
მომზადების წესი:
წყალი აადუღეთ, დაამატეთ მიხაკი და გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ მწვანე ჩაი და დააყოვნეთ 10 წუთი. შემდეგ გადაწურეთ, შეაზავეთ თაფლი და მიიღეთ დაუყონებლივ.
მოამზადეთ შემოთავაზებული სასმელი, გათავისუფლდით მეტეორიზმისგან და იმ უსიამოვნო სიმპტომებისგან, რომელიც ახლავს გაზების ჭარბად დაგროვებას. გისურვებთ ჯანმრთელობას!