ბრტყელი ტერფი გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც ბევრი შეცდომით უვნებელ მდგომარეობად მიიჩნევს. იგი ყველაზე ხშირად აწუხებთ ჭარბწონიან ადამიანებს, ფიზიკურ აქტივობებს მოკლებულ პიროვნებებს ან ფიზიკურად ზედმეტად დატვირთულ ადამიანებს. ნახეთ როგორაა შესაძლებელი ამ სინდრომის სიმპტომების შემსუბუქება:
ამ ტესტით სახლში შეამოწმებთ გაქვთ თუ არა ბრტყელი ტერფი:
- წაისვით ფეხის ძირზე ზეთიანი კრემი და დადექით სუფთა ქაღალდზე.
- აცადეთ ფეხის ანაბეჭდს გაშრობა. გაავლეთ სწორი ხაზი ქუსლიდან ცერა თითამდე. გაავლეთ მეორე ხაზი სწორი კუთხით ფოტოზე გამოსახული ხაზის მსგავსად.
თუ ტერფის უწვრილესი ნაწილი მეორე ხაზის ნახევარზე დიდია, ესეიგი ბრტყელი ტერფი გაქვთ.
ვარჯიში #1
ეს ვარჯიში შეცვლის თქვენი ტერფის მოხრის ფორმას. ჯობია იგი შეასრულოთ დილას.
- დადექით ფეხის წვერებზე 20-30 წამით.
- გაიმეორეთ ათჯერ.
ვარჯიში #2
ეს ვარჯიში გააძლიერებს კოჭების კუნთებს და სახსრებს.
აიღეთ ფეხით პატარა ბურთულები და სათითაოდ ჩაყარეთ ისინი მაღალ ჭიქაში 20-30 წამის განმავლობაში.