სტატიაში შემოგთავაზებთ ხელნაკეთი საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობით შეძლებთ ფრჩხილის სოკოს განკურნებას.
მოცემული საშუალებით შეაფერხებთ სოკოვანი ინფექციის გავრცელებას, სიმპტომების აღმოფხვრას, გაიძლიერებთ ფრჩხილებს. ეფექტურია როგორც ხელის, ისე ფეხის დაავადებული ფრჩხილის სამკურნალოდ.
მოცემული საშუალების ძალა მდგომარეობს ორეგანოს ზეთის ანტიბაქტერიულ თვისებებში. ამ ტიპის ზეთის გამოყენება შესაძლებელია ყველა სახის ინფექციასთან საბრძოლველად. ეს ბუნებრივი სასწაული ეხმარება ორგანიზმს გათავისუფლდეს ინფექციებისგან და ანთებისგან.
სამკურნალო ნაზავის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ზეითუნის ზეთი 1 ს. კ.
- ორეგანოს ზეთი 3 წვეთი
მომზადებისა და მოხმარების წესები:
ორივე ინგრედიენტი აურიეთ და შეიზილეთ დაზიანებულ ფრჩხილზე, სამოქმედოდ დაიტოვეთ რამდენიმე წუთი. პროცედურის ბოლოს ნარჩენები შეიშრეთ ხელსახოცით.
მაქსიმალური ეფექტის მისაღებად მოცემული საშუალება გამოიყენეთ ყოველდღიურად.