აქციეთ ერთი უბრალო დღე ნამდვილ დღესასწაულად ოჯახის წევრებისათვის

შემოგთავაზებთ მოსამზადებლად უმარტივესი, ჰაეროვანი და უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტს, რომელიც მარწყვით დაფარულ მდელოს ჰგავს. გარდა მარწყვისა, ნამცხვარი შეგიძლიათ მოამზადოთ მაყვალით, ჟოლოთი, შავი და წითელი მოცხარით, ალუბლით ან თქვენთვის სასურველი სხვა ხილით.

ამ გემრიელობის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 200 გრ ფქვილი
  • 100 გრ კეფირი
  • 200 გრ შაქარი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 6 ს. კ. კარაქი
  • ვანილი მწიკვი
  • მარწყვი 200 გრ
  • 1 ჩ. კ. გამაფხვიერებელი

მომზადების წესი:

  1. გაცრილ ფქვილს შეურიეთ შაქარი და გამაფხვიერებელი. შემდეგ დაამატეთ დარბილებული კარაქი და ხელით აურიეთ. მიღებულ მასას დაამატეთ კვერცხი, კეფირი, ვანილი და აურიეთ ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
  2. მოამზადეთ საცხობი ფორმა, წაუსვით ცხიმი და მზა ცომი თანაბრად გაანაწილეთ. ზემოდან ლამაზად მოაწყვეთ მარწყვები და 15-20 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე.

გაგრილების შემდეგ ნამცხვარს მოაფრქვიეთ შაქრის ფხვნილი ან მოასხით შოკოლადის მინანქარი. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!