პირის ღრუს ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან ყველაფერი, რასაც მივირთმევთ, გაივლის პირის ღრუს და ინფიცირდება კბილებზე არსებული ბაქტერიებით.
სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული ხელნაკეთი პასტის რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ კბილების გაფუჭებისა და კარიესის განვითარების შეჩერებას. იგი ეფექტურად გამოიყენება ღრძილების დაავადებების საწინააღმდეგოდ და კბილების გასათეთრებლად.
პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის და კბილების სიძლიერისთვის აუცილებელია დაიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა.
კბილის პასტის მოსამზაებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ქოქოსის ზეთი 7 ს/კ
- თქვენთვის სასურველი ეთერზეთი 30 წვეთი
- სოდა 7 ს/კ
- სტევია (დამატკბობელი) 1,5 ს/კ
მომზადებისა და მოხმარების წესები:
მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და მომზადებული მასა მინის თავდახურულ ჭურჭელში გადაიტანეთ. გაიხეხეთ კბილები დღეში 2-3ჯერ და შედეგსაც მალე მიიღებთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!