ბრინჯის წყალი სწორედ ის ხელმისაწვდომი საშუალებაა, რომელმაც თმის ცვენისგან მიხსნა

ბრინჯის წყალი საუკეთესოა თმის გასასწორებლად, გაჭაღარავების შესაჩერებლად, ზედმეტი ცხიმინობისგან გასათავისუფლებლად. იგი ხელს უწყობს თმის ზრდას. საოცარი სითხე უზრუნველყოფს თმას ისეთი საკვები ნივთიერებებით, როგორიცაა, ფოლიუმის მჟავა, მაგნიუმი, თუთია, რკინა, B ჯგუფის ვიტამინები, კალიუმი.

ამ უმარტივესი საშუალების ეფექტურობა გაგაოცებთ. ბრინჯის წყალს დიდი სარგებელი მოაქვს თმისთვის, საუკეთესოა ქერტლისგან გასათავისუფლებლად, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს უჯრედების ზრდას, იცავს თავის კანს მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან.

გარდა ამისა, საუკეთესოა პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად, რომელთა წარმოქმნასაც იწვევს ულტრაისფერი გამოსხივების ზემოქმედება, ჰორმონალური ფონი და ასაკი.

ბრინჯი წყალს ცილებით აჯერებს. ცილა კი თმას აძლიერებს და ასქელებს. ის ასევე გამორიცხავს მტვრევად თმას და ამცირებს გაყოფილ ბოლოებს.

ბრინჯის წყალი მდიდარია B ვიტამინით, სახამებლით, ანტიოქსიდანტებით. სოცარი სითხე მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს, რომლებიც აფერეხებს თმის ჯანსაღ ზრდას.

ბრინჯის წყლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ჩ. ჭ. ბრინჯი
  • 2 ლ წყალი

მომზადების წესი:

  1. ბრინჯი გარეცხეთ, დაასხით წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე  და ადუღეთ 15 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან, გადაწურეთ, გადაიტანეთ მინის თავდახურულ ბოთლში და დააყოვნეთ 2 დღით.
  2. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, სითხე გადაასხით ქვაბში და აადუღეთ. გაგრილების შემდეგ დაამატეთ რამდენიმე წვეთი ჩაის ხის ზეთი ან როზმარინის ეთერზეთი.
  3. მომზადებული სითხე ყოველი დაბანის წინ, დაიტანეთ თმის მთელ სიგრძეზე, კარგად შეიზილეთ, დაიტოვეთ 10 წუთი და შემდეგ ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.
  4. ბრინჯის წყლის გამოყენებიდან რამდენიმე დღის შემდეგ თმა დაგირბილდებათ და დაუბრუნებთ მას ჯანსაღ იერს.
  5. შეგიძლიათ ბრინჯის წყალი გამოიყენოთ როგორც თმის ნიღაბი, დაამატეთ თაფლი, ალოეს წვენი და E ვიტამინი.
  6. ბრინჯის წყლის გამოყენების დროს აუცილებლად გაიკეთეთ მასაჟი. ამ გზით ხელს შეუწყობთ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და კანის მიერ საკვები ნივთიერებების შეწოვას.

ბრინჯის წყლის რეგულარულად გამოყენების შედეგად თმას მიანიჭებთ სიძლიერეს, მოცულობას, ბრწყინვალებას, შეაჩერებთ ცვენას, ხელს შეუწყობთ თმის ზრდას.