ნატურალური სასმელები, რომელთაც ცხიმისა და კალორიების წვის უნარი გააჩნია. მიუდექით პრობლემას გონივრულად

სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რომელთა გათვალისწინებით შეძლებთ ზედმეტი კილოგრამების მოშორებას. სასურველი შედეგის მისაღებად საკვებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, რა სვამთ.

არსებობს სასმელები, რომლებიც ხელს უწყობს ცხიმების წვას და გეხმარებათ თქვენი ნატვრა რეალობად აქციოთ და პირიქით სასმელები, რომლებიც საკმაოდ კალორიულია და ხელს უწყობს ცხიმების დაგაროვებას.

წყალი

წყალი დადებითად მოქმედებს მეტაბოლიზმზე. რეკომენდებულია 300-400 მლ წყლის დალევა ჭამამდე 30 წუთით ადრე. ამ გზით თითქოს ნაყრდებით და აირიდებთ ზედმეტი საკვების მიღებას. რეკომენდებულია დღის განმავლობაში 8 ჭიქა წყლის დალევა. უბრალოდ ფრთხილად იყავით, რადგან ჭარბი წყლის დალევა ორგანიზმიდან გამოდევნის ვიტამინებსა და მინერალებს.

ყავა

დალიეთ დღის განმავლობაში 3-4 ფინჯანი ყავა, რა თქმა უნდა, რძის გარეშე (შეგიძლიათ დაამატოთ სეზამის ან ნუშის რძე) და უშაქროდ. ყავა ასწრაფებს მეტაბოლიზმს და მცირე რაოდენობით შეიცავს კალორიებს. რეკომენდებულია, ყავას დაამატოთ სხვადასხვა სანელებლები.

ტკბილი და დიეტური გაზიანი სასმელები

უარი თქვით, მოცემული სასმელების მიღებაზე, რადგან ისინი საკმაოდ ტკბილია და კალორიული. გირჩევთ, ჩაანაცვლოთ ისინი ნატურალური წვენებით და მინერალური წყლით.

ხილის წვენები

ხილის წვენები, განსაკუთრებით კომერციული, შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს. რეკომენდებულია, მიიღოთ შინ მომზადებული ნატურალური წვენები, მაგრამ დასატკბობად არ გამოიყენოთ შაქარი. თუ წვენი მჟავეა შეგიძლიათ გააზავოთ წყლით. ბოსტნეულის წვენი ხილის წვენზე ნაკლებ კალორიას შეიცავს.

ალკოჰოლი

მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, ვინაიდან ალკოჰოლური სასმელების უმრავლესობა შეიცავს ბევრ კალორიას. მაგალითად, კალორიებით დატვირთულია ლიქიორები და კოქტეილები.

ბალახების ჩაი და მწვანე ჩაი

მოცემული სასმელები შეგიძლიათ მიიღოთ თავისუფლად, მხოლოდ უშაქროდ. განსაკუთრებით რეკომენდებულია მწვანე ჩაი, რომელიც საუკეთესო გასახდომი საშუალებაა. გარდა ამისა, მწვანე ჩაი წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან.

ვაშლის ძმარი

ყოველ დილით მიიღეთ ფინჯანი თბილი წყლისა და ჩაის კოვზი ვაშლის ძმრის ნარევი. მოცემული საშუალება თითქოს განაყრებთ, გიკლავთ შიმშილის შეგრძნებას და ასწრაფებს მეტაბოლიზმს.

ლიმონიანი წყალი

ლიმონი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და ამცირებს შიმშილის შეგრძნებას. ადამიანები, რომლებიც ლიმონის წვენს დიდი რაოდენობით მოიხმარენ, ადვილად იკლებენ წონაში. ლიმონი შეიცავს C ვიტამინს. ვიტამინს, რომელიც ასწრაფებს ნივთიერებათა ცვლას.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ არასასურველი კილოგრამების მოშორებას.