შოკოლადის ტორტი სახელწოდებით ზარმაცა. არომატებით გაჯერებული ფუმფულა კექსი, რომელსაც რამდენიმე წუთში მოამზადებთ

იხილეთ შოკოლადის კექსის, ,,ზარმაცის“, რეცეპტი. ფუმფულა და გემრიელი შოკოლადის კექსი უმარტივესი მოსამზადებელია. არ გჭირდებათ ბევრი ძალისხმევა, ურევთ ინგრედიენტებს და უგემრიელესი არომატებით გაჯერებული ფუმფულა კექსი თქვენს საუზმეს გემრიელსა და ნოყიერს გახდის.

კექსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 300 მლ მინერალური წყალი
  • 150 გრ შაქარი
  • 150 მლ ზეთი
  • 5 ს. კ. შინდის ჯემი
  • 4 ს. კ. კაკაოს ფხვნილი
  • 1 ჩ. კ. სოდა და იმავე რაოდენობის ძმარი
  • 300 გრ ფქვილი
  • 100 გრ გატარებული ნიგოზი
  • 50 გრ ქოქოსის ფანტელი
  • ვანილი ან 5 გრ ვანილის ესენცია
  • 1 ცალი ლიმონის ცედრა

მომზადების წესი:

  1. თასში ჩაასხით მინერალური წყალი, დაამატეთ შაქარი, ზეთი, ძმრიანი სოდა და აურიეთ.
  2. ფქვილს დაამატეთ კაკაო, აურიეთ, ნელ-ნელა შეაზილეთ ზეთიან მასას და ხის კოვზით კარგად აურიეთ. ურევთ მანამდე სანამ მასა არ გახდება ერთგვაროვანი. შემდეგ დაამატეთ შინდის ჯემი, ქიშმიში და 2-3 წუთი აურიეთ.
  3. ბოლოს დაამატეთ ქოქოსის ფანტელები, გატარებული ნიგოზი, ვანილის ესენცია, ლიმონის ცედრა.
  4. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით ცხიმი, გადაიტანეთ მზა ცომი და თანაბრად გაანაწილეთ.
  5. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. კექს გამოსაცხობად დასჭირდება 35-40 წუთი.

გაგრილებულ დესერტს შეგიძლიათ მოაფრქვიოთ შაქრის ფხვნილი. გემრიელად მიირთვით!