პიგმენტური ლაქები ნელ-ნელა შემცირდება, საბოლოოდ კი გაქრება, თუ მარტივ საშუალებებს გამოიყენებთ

გვემატება ასაკი და ჩვენს კანზე სიბერის პირველი ნიშნებიც იწყებს გამოვლენას. პროცესს კიდევ უფრო ასწრაფებს ჰაერის დაბინძურება და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება.

მუქი ლაქები ერთ-ერთი და საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. მოცემული პრობლემის საწინააღმდეგო უამრავი კომერციული და  ბუნებრივი ინგრედიენტების ბაზაზე მომზადებული ხელნაკეთი საშუალება არსებობს.

შემოგთავაზებთ ნიღბების რეცეპტს, რომელთა საშუალებით შეძლებთ კანზე არსებული ლაქების გაღიავებას, კანის ტონის გათანაბრებას, დატენიანებას, კვებას, აღდგენას, გაწმენდას.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • თაფლი 1 ს. კ.
  • შვრია 2 ს. კ.
  • ცოტა რძე

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მოცემული ნიღაბის გამოყენებამდე გაიკეთეთ ტესტი. იდაყვის შიგნითა მხარეს წაისვით მომზადებული მასის მცირე ნაწილი და დააკვირდით, თუ რეაქცია არ მოჰყვა, ნიღაბი თამამად გამოიყენეთ.

დამატენიანებელი ნიღაბი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • იოგურტი 1 ს. კ.
  • ალოე ვერას გელი 2 ჩ. კ.
  • თაფლი 1 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ. თუ მასა თხელი გამოგივიდათ დაამატეთ ცოტა დაფქული შვრია. მომზადებული მასა წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 15-20 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნუშის ნიღაბი სახის კანისთვის

მოცემული ნიღაბის საშუალებით შეძლებთ სახის კანის გაწმენდას, ლაქების გაღიავებას და კანის ტონის გათანაბრებას.

მომზადების წესი:

მუჭა ნუშს, რა თქმა უნდა, გარჩეულს დაასხით ადუღებული წყალი და დატოვეთ მთელი ღამე. დილით კანისგან გაასუფთავეთ და დააბლენდერეთ. დაამატეთ ცოტა თაფლი და ლიმონის წვენი.

მომზადებული მასა თანაბრად შეიზილეთ დატენიენებულ სახის კანზე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ტანზეც. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15-20 წუთი და ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.