ამ ბუნებრივ საშუალებას კვირაში ერთხელ ვიყენებ, რათა საიმედოდ დავიცვა თავი ნაადრევი სიბერისგან

შემოგთავაზებთ ბუნებრივი და ჯანსაღი ინგრედიენტებით გაჯერებული ტანის ხელნაკეთი სკრაბის რეცეპტს. ინგრედიენტები ყველასთვის ხელმისაწვდომია, სკრაბი უმარტივესი მოსამზადებელია, შედეგი კი, საოცრად ეფექტურია.

შემოთავაზებული საშუალება მარტივად მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს და ხელს უწყობს ახალი უჯრედების ზრდას. მისი წყალობით დაირბილებთ, დაიტენიანებთ, გაიმკვრივებთ და გაიახალგაზრდავებთ კანს.

გამოიყენეთ ბუნებრივი ინგრედინტები: მარილები, ციტრუსები და მოამზადეთ კანის მოვლის საუკეთესო საშუალება.

ხელნაკეთი სკრაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ჩ. ჭ. ზღვის მარილი
  • 50 გრ მაგნიუმის სულფატი
  • 50 გრ ჰიმალაის მარილი
  • 1 ჩ. ჭ. ზეითუნის ან ქოქოსის
  • ან ნუშის ზეთი
  • 4 ს. კ. ლიმონის წვენი
  • 4 ს. კ. ფორთოხლის წვენი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ. მზა მასა გადაიტანეთ მინის ქილაში და შეინახეთ სიგრილეში.
  2. სკრაბი გამოიყენეთ აბაზანის შემდეგ, როდესაც ფორები ღიაა და კანი მზადაა საკვები ნივთიერებების შესათვისებლად. ამ გზით შესაძლებელი იქნება კანის ღრმა წმენდა.
  3. მომზადებული მასა მსუბუქი მოძრაობებით შეიზილეთ კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 2-5 წუთი. სკრაბის ნარჩენები ჩამოიბანეთ საპნის გარეშე.
  4. დაიმახსოვრეთ, სკრაბი გამოიყენეთ ძილის წინ და აირიდეთ მზის სხივების ზემოქმედება. ზაფხულში სკრაბი გამოიყენეთ 7-10 დღეში ერთხელ, ხოლო ზამთარში-15 დღეში ერთხელ.

მოამზადეთ ხელნაკეთი სკრაბი და უზრუნველყავით კანის გაახალგაზრდება, დატენიანება, დარბილება, გამკვრივება და მკვდარი უჯრედების მოშორება.