თუ სახსრების ან კუნთების ტკივილი მაწუხებს, მხოლოდ როზმარინის ნაყენს ვიყენებ, შედეგით კი ყოველთვის კმაყოფილი ვარ

როზმარინი საოცარი არომატისა და უძლიერესი სამკურნალო თვისებებით გაჯერებული მცენარეა. როზმარინის შემადგენლობაში უამრავი საკვები ნივთიერება შედის. ეს საოცარი მცენარე შეიცავს ვიტამინებს, ტანინებს, ალკალოიდებს, ამინომჟავებს.

როზმარინის ნაყენი, უმარტივესი და უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც მოგიხსნით კუნთების ტკივილს, გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას. ნაყენი ცელულიტისა და ვარიკოზის საწინააღმდეგო საშუალებაა.

ხელნაკეთი ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მუჭა როზმარინი და 96%-იანი სამედიცინო სპირტი, რომლის შეძენაც შეგიძლიათ აფთიაქში.

მომზადების წესი:

  • 50 გრ გამხმარი როზმარინი ჩაყარეთ მინის ქილაში, დაფარეთ სპირტით, ქილას დაახურეთ ხუფი და 40 დღით დააყოვნეთ სიბნელეში.
  • მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ნაყენი გადაწურეთ და ჩაასხით მინის ბოთლში. შეინახეთ მზისგან და სითბოსგან დაცულ ადგილას.

იხილეთ, როგორ უნდა გამოიყენოთ როზმარინის ნააყენი:

1. სახსრების ტკივილი

ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული როზმარინის ნაყენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სახსრების ტკივილის დასაამებლად. განსაკუთრებით სასარგებლოა ართრიტითა და ოსტეოართრიტით  დაავალდებულთათვის.

როზმარინის ნაყენის მცირე რაოდენობა დაიტანეთ დაზიანებულ ადგილზე და წრიული მოძრაობით ფრთხილად შეიზილეთ. შემდეგ შემოიხვიეთ საკვების ცელოფანი და დაითბუნეთ პირსახოცით. რამდენიმე წუთის შემდეგ შეშუპება დაგიცხრებათ და ტკივილიც გაგიქრებათ.

2. კუნთები

კუნთების ტკივილის შესამსუბუქებლად გაიმეორეთ იგივე პროცედურა.

3. ვენების ვარიკოზი

როზმარინის ნაყენი შეგიძლიათ გამოიყენოთ ვარიკოზული ვენების წინააღმდეგ. ის ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოებას, რაც იწვევს სისხლის ნაკადის გაზრდას, აფერხებს სისხლძარღვებში სისხლისა და  ტოქსინების დაგროვებას.

ყოველდღიურად დაიმასაჟეთ ფეხები როზმარინის ნაყენით. შედეგი გაგაოცებთ, მოგეხსნებათ ფეხებში სიმძიმის შეგრძნება  და იგრძნობთ სიმსუბუქეს. განსკუთრებით იდეალური შვებაა მძიმე სამუშაო დღის შემდეგ. გისურვებთ ჯანმრთელობას!