ფენოვანი ცომის მოსამზადებლად ამ რეცეპტს ვიყენებ. მარტივია, თანაც ყოველთვის ძალიან კარგი გამომდის

შემოგთავაზებთ ფენოვანი ცომის რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერი დესერტის მოსამზადებლად გამოიყენოთ. ფენოვანი ცომის მომზადება ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეგიძლიათ. არ გჭირდებათ ცომის რამდენჯერემე გაბრტყელება, გადაკეცვა-გადმოკეცვა.

ფენოვანი ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 კგ ფქვილი
  • 800 გრ კარაქი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჩ. კ. მარილი
  • 2 ს. კ. ძმარი
  • 350 მლ ცივი წყალი

მომზადების წესი:

  1. გაცრილი ფქვილი ჩაყარეთ თასში. იმავე თასში ჩახეხეთ  კარაქი. კარაქის გახეხვა რომ უფრო გაგიადვილდეთ, სახეხს ფქვილი დააყერეთ ხოლმე.
  2. თასში ნიჩაბით აურიეთ მარილი ძმარი და კვერცხი. შემდეგ დაამატეთ ცივი წყალი და აურიეთ ერთგავროვანი მასის მიღებამდე. მომზადებული ნარევი ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილისა და კარაქის მასას და ხელით მოზილეთ ცომი.
  3. მზა ცომი გაყავით ორ თანაბარ ნაწილად, შეფუთეთ საკვების ცელოფანით და 2 საათით შედეთ მაცივარში.

ფენოვანი ცომი შეგიძლიათ ნებისმიერი დესერტის ან კერძის მოსამზადებლად გამოიყენოთ.