ხვეულები საფუვრიანი ცომითა და გემრიელი შიგთავსით. მათი მომზადება არასდროს მბეზრდება

შემოგთავაზებთ საფუვრიანი ცომით მომზადებული ხვეულების რეცეპტს, რომელსაც საოცარ გემოს ჰმატებს მწვანე ხახვითა და კამით შეზავებული ყველისა და ნივრის არომატი.

უგემრიელესი ხვეულების ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • რძე (ნებისმიერი ცხიმიანობის) 130 მლ
  • ფქვილი 300-350 გრ
  • კარაქი 100 გრ
  • შაქარი 1 ჩ. კ.
  • მარილი ნახევარი ჩ. კ.
  • საფუარი 5 გრ

გულსართის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ნიორი 3 კბილი (თქვენი გემოვნების მიხედვით)
  • ყველი (მაგარი) 200 გრ
  • მწვანე ხახვი ნახევარი კონა
  • კამა ნახევარი კონა
  • კარაქი 50 გრ
  • ზემოდან გადასასმელად დაგჭირდებათ კვერცხის გული და ცოტა რძე.

ცომის მოსამზადების წესი:

  1. კარაქი გაადნეთ და ოდნავ გააგრილეთ.
  2. ღრმა თასში ჩაასხით თბილი რძე, დაამატეთ გამდნარი კარაქი, მარილი, შაქარი და მშრალი საფუარი.
  3. ინგრედიენტები კარგად აურიეთ ნიჩაბით და ნაწილ-ნაწილ შეაზილეთ გაცრილი ფქვილი.
  4. ცომი უნდა იყოს ელასტიური და ხელებზე არ უნდა ეკრობოდეს.
  5. მზა ცომი მოათავსეთ თასში, გადააფარეთ საკვების ცელოფანი და 20 წუთით დააყოვნეთ ოთახის ტემპერატურაზე.

ამზადებთ შიგთავსს:

  1. მწვანე ხახვი და კამა კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და წვრილად დაჭერით.
  2. ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი და კარგად აურიეთ.
  3. ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და გააბრტყელეთ თხელ ფენად და ფუნჯით გადაუსვით გამდნარი კარაქი (50 გრ).
  4. ცომს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, შემდეგ მოყარეთ ყველიანი მასა.
  5. ცომი გადაახვიეთ რულეტივით და კიდეები კარგად შეკარით.
  6. რულეტი დაჭერით 2-3 სმ სიგრძის ნაჭრებად.
  7. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და დააწყვეთ მზა ცომები ისე, რომ გაჭრილი მხარე ზემოდან მოექცეს.
  8. კვერცხის გულს დაამატეთ ცოტა რძე და კარგად ათქვიფეთ. ხვეულებს ფუნჯით გადაუსვით კვერცხისა და რძის ნარევი.
  9. გამოსაცხობად დასჭირდება 20-25 წუთი. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე.

ყველითა და ნივრით შეზავებული არომატული ხვეულები სუფრაზე ცხელ-ცხელი მიიტანეთ. გაითვალისწინეთ, ცივიც ძალიან გემრიელია. მოამზადეთ ეს არომატული ხვეულები, გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!