ასე შევიმცირე სისხლში ქოლესტერინის დონე და გავიუმჯობესე სისხლის მიმოქცევა

სისხლში ქოლესტერინის დონის მატება სახუმარო პრობლემა ნამდვილად არ არის. მისი დონის მოჭარბება შეიძლება იქცეს ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის გამომწვევ მიზეზად.

გთავაზობთ ნატურალური პროდუქტების სიას, რომელთა დახმარებით შეძლებთ სისხლში ქოლესტერინის დონის მოწესრიგებასა და შემცირებას.

სელის თესლი ქოლესტერინის დონის შესამცირებლად.

ქოლესტერინის დონე შეგიძლიათ დაირეგულიროთ სელის თესლის დახმარებით (გაეცანით უკუჩვენებას). სელის თესლი შეიძინეთ აფთიაქში, დაფქვით ყავის საფქვავში და დაამატეთ ყველა კერძს რასაც მიირთმევთ. თანდათან წნევა დაგირეგულირდებათ, გული დამშვიდდება, გაუმჯობესდებათ კუჭ-ნაწლავის სისტემის  მოქმედება. აუცილებლად უნდა მიიღოთ ჯანსაღი საკვები.

სამკურნალო ფხვნილი

ათიაქში შეიძინეთ ცაცხვის ყვავილები და დაფქვით ყავის საფქვავში. დღეში 3-ჯერ მიიღეთ 1 ჩ. კ. ცაცხვის ყვავილების ფხვნილი. მკურნალობის ხანგრძლივობა 1 თვე. თქვენ შეგიმცირდებათ სისხლში ქოლესტერინის დონე, ორგანიზმიდან გამოდევნით შლაკებს  და წონაშიდაც მოიკლებთ. თქვენ გაგიუმჯობესდებათ ჯანმრთელობა და გარეგნულადაც მომხიბვლელი გახდებით.

ბაბუაწვერას ფესვები საუკეთესო საშუალებაა  ათეროსკლეროზისთვის, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ორგანიზმს ათავისუფლებს მავნე ნივთიერებებიდან. ყოველი ჭამის წინ მიიღეთ 1 ჩ. კ. ფხვნილი და შედეგი გექნებათ 6 თვის შემდეგ.

დაიმახსოვრეთ, რომ ბაბუაწვერს ფხვნილს უკუჩვენება არ აქვს.

ერიზიუმის გამხმარი ბალხისგან მომზადებული ბურახი არეგულირებწს ქოლესტერინის დონეს.

შემოგთავაზებთ ბურახის რეცეპტს ( ავტორი ბოლოტოვი).

აიღეთ ერიზიუმის 50 გრ გამხმარი ბალახი, ჩადეთ მარლის ტომარაში და დაასხით 3 ლიტრი გადადუღებული, ცივი წყალი, დაამატეთ 1 ჩ. კ. შაქარი და 1 ჩ. კ. არაჟანი. მომზადებული მასა დადგით თბილ ადგილას და ყოველ დღე ურიეთ. ორი კვირის შემდეგ ბურახი მზადაა და მიიღეთ დღეში სამჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ნახევარი ჩ. ჭ. ყოველ ჯერზე დაამატეთ წყლის დაკარგული რაოდენობა და 1 ჩ. კ. შაქარი.

ერთი თვის შემდეგ გაიკეთეთ ანალიზი და ნახავთ, რომ ქოლესტერინის დონემ დაიწია. გაგიუმჯობესდებათ მეხსიერება, დაგირეგულირდებათ წნევა.

დაიმახსოვრეთ, რომ მკურნალობის დროს შეამცირეთ ცხოველური ცხიმების მიღება, მიიღეთ ნედლი ბოსტნეული, ხილი, მცენარეული ზეთი, ბურღულეული, კაკალი.

პროპოლისი (დინდგელი) ქოლესტერინის დონის შესამცირებლად

დღეში სამჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე მიიღეთ 7 წვეთი 4% პროპოლისის წვეთები 30 მგ წყალში გახსნილი. მკურნალობის კურსი გრძელდება 4 თვე.

ლობიო უპრობლემოდ ამცირებს ქოლესტერინის დონეს.

საღამოს დაალბეთ ნახევარი ჭიქა ლობიო, დილით წყალი გადაღვარეთ, დაასხით წყალი და დაამატეთ 1 ჩ. კ. საკვები სოდა (რათა არ გამოიწვიოს ნაწლავებში აირების დაგროვება). მოხარშეთ, გაყავით ორ ნაწილად და მიირთვით.

მკურნალობის კურსი გააგრძელეთ სამ კვირამდე. თუ თქვენ დღეში მიიღებთ 100 გრ ლობიოს ამ პერიოდის განმავლობაში ქოლესტერინის დონე 10% -ით დაიწევს.

იონჯა ქოლესტერინის წინააღმდეგ

იონჯას ქორფა ფოთლები ქოლესტერინის დასარეგულირებლად საუკეთესო საშუალებაა. შეგიძლიათ სახლშიც გაახაროთ, მოწყვიტეთ და მიირთვით. ასევე შეგიძლიათ გამოწუროთ 2 ს . კ. წვენი და მიიღეთ დღში 3-ჯერ. მკურნალობის კურსი გრძელდება 1 თვე.

იონჯა მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. ის ეფექტური საშუალებაა ართრიტის, ფრჩხილებისა და თმის სისუსტის, ოსტეოპოროზის სამკურნალოდ.

ქოლესტერინის ყველა მაჩვენებელის მოწესრიგების შემდეგ დაიცავით დიეტა და მიირთვით მხოლოდ ჯანსაღი საკვები.