წამოხურება, გულის ფრიალი, ჭარბოფლიანობა, გაღიზიანება, დეპრესია, უძილობა, ხასიათის ცვლილება_ეს იმ სიმპტომთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ყველაზე გავრცელებულია მენოპაუზის დროს.
მოცემულ პერიოდში ბევრ ქალბატონს აღენიშნება ძვლის სიმკვრივის დაქვეითება და მეტაბოლიზმის სისწრაფის შენელება. ყველაზე შესამჩნევი სიმპტომია წონის სწრაფი მომატება (საშუალოდ დაახლოებით შვიდიდან ათ კილოგრამამდე).
მენსტრუალური ციკლის შეწყვეტისას ორგნიზმში მიმდინარეობს ჰორმონალური ცვლილებები, რომლებიც დაკავშირებულია ესტროგენისა და პროგესტერონის გამომუშავებასთან. როდესაც სხეული განიცდის ამ ორი ჰორმონის დეფიციტს საკვერცხეები კარგავს თავის ფუნქციას. ეს კი აძლიერებს ჰორმონალურ უკმარისობას, რასაც შედეგად მოჰყვება უსიამოვნო შეგრძნებები და გართულებები.
კლიმაქსის პერიოდში ესტროგენის დეფიციტის შესავსებად რეკომენდებულია ჰორმონის შემცვლელი თერაპია, რომელსაც შეუძლია ქალის ჰორმონების ნაკლებობის კომპენსირება. მაგრამ ყველას არ შეუძლია ამ თერაპიის გამოყენება, რადგან ახლავს უკუჩვენებები და ახასიათებს გვერდითი მოვლენები.
ამ შემთხევაში ექსპერტები გვთავაზობენ დიეტოთერაპიის არჩევას მცენარეულ საშუალებებთან ერთად, რაც დაგეხმარებათ ჰორმონალური დეფიციტის გამოსწორებაში.
იხილეთ ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები, რომელთა წყალობითაც შეძლებთ მენოპაუზის სიმპტომების შემსუბუქებას და აირიდებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას.
1. ომეგა-3
ომეგა-3 ამცირებს მენოპაუზისთვის დამახასიათებებლი წამოხურების, ე. წ. ალების, შეგრძნებას. ომეგა-3 განსაკუთრებით აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა პროფილაქტიკისთვის.
ასევე სხვა პათოლოგიების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა ოსტეოართრიტი, ოსტეოპოროზი, დეპრესია. ხელს უწყობს კანის დატენიანებასა და სიჯანსაღეს.
2. სვია
ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო და კარდიოპროტექტორული თვისებების წყალობით სვია ამცირებს ალებს და კლიმაქსისთვის დამახასიათებელ სხვა სიმპტომებს, როგორიცაა ჭარბოფლიანობა, უძილობა, შფოთვა და თავბრუსხვევა.
რეკომენდებულია, კვირაში 3-4-ჯერ მიიღოთ თითო-თითო ფინჯანი ჩაი. ჩაის მოსამზადებლად აიღეთ სვიის გირჩები 1 ს. კ., დაასხით 200 მლ ადუღებული წყალი, ცოტა ხნით დააყოვნეთ და შემდეგ მიიღეთ.
3. იზოფლავონები
იზოფლავონები სუფთა მცენარეული წარმოშობის ნივთიერებებია, რომელთაც ესტროგენის სტრუქტურა გააჩნია. იზოფლავონები შედის წითელი სამყურას, ბოსტნეულისა და პარკოსნების შემადგენლობაში.
ესტროგენების დეფიციტის დროს, იზოფლავონები უკავშირედება ესტროგენის რეცეპტორს და წარმოქმნის იმავე ეფექტს, რასაც ქალის ორგანიზმში ბუნებრივად გამომუშავებული ქალის ჰორმონი, თუმცა უფრო მსუბუქი ფორმით. აღსანიშნავია, რომ იზოფლავონების მიღება მნიშვნელოვანია მენოპაუზის ადრეულ პერიოდში. ისინი ამცირებს ალებს, ღამის ოფლიანობას და მენოპაუზის სხვა სიმპტომებს.
წითელი სამყურას ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ 2 ს. კ. მშრალი ბალახი, დაასხით 1 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი აურიეთ და ნაყენი გადაიტანეთ თერმოსში. ნაყენი მოამზადეთ ღამით, დილით გაფილტერთ და მიიღეთ ¼ ჩ. ჭ. ყოველ დღე, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. გისურვებთ ჯანმრთელობას!