დიაბეტი დაავადებაა, რომელიც რადიკალურად ცვლის ადამიანის ცხოვრებას. დიაბეტური ტერფის სინდრომი შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და გვიანი გართულებაა, რომელიც იწვევს ქსოვილის დაზიანებას, ასევე წყლულების წარმოქმნას, რომელთაგან თავის დაღწევა უკიდურესად რთულია. დიაბეტით დაავადებული ადამიანის რბილი ქსოვილი ინფიცირდება, რასაც შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოჰყვეს.
სტატიაში შემოგთავაზებთ დიაბეტით დაავადებულთა ფეხის წყლულების სამკურნალო საუკეთესო ბუნებრივ საშუალებებს
1. ალოე ვერა
ალოე ვერა ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. სამკურნალო, აღმდგენი და დამამშვიდებელი ეფექტის მქონე ალოე ვერა შეგიძლიათ გამოიყენოთ კანზე არსებული იარების შესახორცებლად და ინფექციების გავრცელების შესაფერხებლად.
2. შიის კარაქი
კანის დასატენიანებლად და ინფექციების აღმოსაფხვრელად შიის კარაქი საუკეთესო საშუალებაა. ეს საოცარი პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით E ვიტამინს, რომელიც აუცილებელია კანისთვის.
3. რევანდის ფესვი
ეს მცენარე ძალიან სასრგებლოა ფეხის ნებისმიერი ინფექციის სამკურნალოდ. წვნიანი ფესვი შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე. ამ გზით შეძლებთ ჭრილობების დეზინფექციასა და შეხორცებას.
4. ჯანჯაფილი
ანთებისა და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული ჯანჯაფილი ინფექციების სამკურნალოდ საუკეთესო საშუალებაა. მოცემული პრობლემის გადასაჭრელად მიირთვით ჯანჯაფილის ჩაი.
5. თაფლი
თაფლი შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭრილობების შესახორცებლად. პირველ რიგში, გაიწმინდეთ ჭრილობა, წაისვით თაფლი, დაიფინეთ მარლის საფენი და შეიხვიეთ.
რამდენიმე პროცედურის შემდეგ ჭრილობა შეხორცებას დაიწყებს.
6. ზეითუნის ზეთი
დღეში ერთხელ დაზიანებულ ადგილებზე შეიზილეთ მრავალი საკვები ნივთიერებით გაჯერებული ზეითუნის ზეთი.
სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ სასურველი შედეგის მიღებამდე. გისურვებთ ჯანმრთელობას!