ვაშლისა და ლიმონის გულსართით გაჯერებული დესერტები საოცრად გემრიელია. ამ არომატულ კომბინაციას კიდევ უფრო გააგემრიელებთ არაჟნის ბაზაზე მომზადებული ფაფუკი ცომით. შემოგთავაზებთ უგემრიელესი რულეტების რეცეპტს.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 350 გრ ფქვილი
- 200 გრ კარაქი ან მარგანინი
- 200 გრ არაჟანი
- 2 ჩ. კ. ვანილის შაქარი
- 1 ჩ. კ. გამაფხვიერებელი
გულსართის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 4-5 ვაშლი (საშუალო)
- 150 გრ შაქარი
- 2 ს. კ. ლიმონის წვენი
- ლიმონის ცედრა ან დარიჩინი, ან ქიშმიში თქვენი სურვილის მიხედვით
მომზადების წესი:
- არაჟანი, კარაქი, ვანილის შაქარი კარგად აურიეთ.
- ფქვილის ნახევარს დაამატეთ გამაფხვიერებელი და შეაზილეთ არაჟნიან მასას. თანდათან დაამატეთ დარჩენილი ფქვილი (შეიძლება ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლები დაგჭირდეთ).
- ცომი უნდა იყოს რბილი, მაგრმ ხელებზე არ უნდა გეკრობოდეთ.
- გულსართისთვის ვაშლი მსხვილ სახეხზე გახეხეთ, დაამატეთ ლიმონის წვენი, შაქარი, ლიმონის ცედრა და აურიეთ.
- ცომი გააბრტყელეთ მართკუთხედი ფენის სახით (15სმ/30სმ). შიგთავსი გადაიტანეთ საცერზე, გაწურეთ, ფენის შუაგულში, სიგრძეზე, გაანაწილეთ და ჯერ ცომის ერთი ნაწილი გადმოკეცეთ, შემდეგ_მეორე და დაჭერით 4-5 სმ-ის სიგრძის ნაჭრებად.
- ზემოდან გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი (სურვილისამებრ) და გამოაცხვეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 25-35 წუთი.
რულეტები საოცრად გემრიელია არომატულ ჩაისთან ერთად.