
შემოგთავაზებთ უმარტივესი საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ კანზე არსებული ლაქების, ნაწიბურებისა და ნაოჭების მოშორებას. მართალია, გჭირდებათ ორი მარტივი ინგრედიენტი, მაგრამ სასურველ შედეგს პირველი გამოყენებისთანავე შეამჩნევთ.
საკვები სოდა დაგეხმარებათ კანზე არსებული ყველა ნაკლოვანების მოკლე დროში აღმოფხვრაში. ეს არის იაფი, მარტივი და ძალიან ეფექტური გამოსავალი შავი წერტილების, აკნესა და ნაწიბურების სამკურნალოდ.
ზეითუნის ზეთი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც გაჯერებულია ანთების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი და დამატენიანებელი თვისებებით. ზეითუნის ზეთი აღადგენს კანს, ებრძვის ნაოჭებს, ნაწიბურებსა და ასაკობრივ ლაქებს.
ამ ორი ინგრედიენტის კავშირით მიიღებთ საოცარ კომბინაციას, რომლის წყალობითაც შეძლებთ მკვდარი უჯრედების მოშორებას, ფორების გაწმენდას. მოცემული საშუალებით შეძლებთ ნაწიბურების სწრაფად და ბუნებრივად მოშორებას.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- საკვები სოდა
- ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი:
საკვებ სოდას დაამატეთ იმ რაოდენობის ზეითუნის ზეთი, რომ მიიღოთ მალამოსებური მასა. მომზადებული მასა თანაბრად გაინაწილეთ დაზიანებულ ადგილებზე და რამდენიმე წუთის განმავლობაში მსუბუქი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ.
ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. მაქსიმალური შედეგის მისაღებად პროცედურები ჩაიტარეთ რეგულარულად.