10 პრობლემა, რომელსაც მხოლოდ აქტივირებული ნახშირის დახმარებით ვებრძვი

აქტივირებული ნახშირი უმარტივესი და ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალებაა. მისი დახმარებით შეძლებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის მოგვარებას.

1. მეტეორიზმი და შებერილობა

აქტივირებული ნახშირი მეტეორიზმისა და შებერილობის საწინააღმდეგო საშუალებაა. გამოკვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ ჭამის წინ აქტივირებული ნახშირის მიღება საგრძნობლად ამცირებს ნაწლავებში გაზების დაგროვებას.

2. ამცირებს ქოლესტერინის დონეს

ქოლესტერინის მაღალი დონე 2-ჯერ ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. გამოკვლებმა ცხადყო, რომ ადამიანები, რომლებიც დღეში 3-ჯერ იღებდნენ ნახშირს, თვის განმავლობაში მოიხმარდნენ 8 გრ აქტივირებულ ნახშირს, ცუდი ქოლესტერინის დონე შეუმცირდათ 41%-ით, ხოლო კარგი ქოლესტერინის დონე გაეზარდათ 8-ჯერ.

3. თირკმელების ჯანმრთელობის შენარჩუნება

აქტივირებული ნახშირი გამოდევნის შარდოვანას, შარდის სხვა ტოქსინებს და ხელს უწყობს თირკმელების ჯანმრთელობას.

4. კვებითი ინტოქსიკაციის მკურნალი

უმარტივესი საშუალება საუკეთესოა კვებითი ინტოქსიკაციის დროს. ღებინების, ფაღარათის, მუცლის ტკივილისგან, რომელიც აუცილებლად მოჰყვება მძიმე მოწამვლას, თავის დასაცავად ერთ-ერთი გზა არის აქტივირებული ნახშირის მიღება, რადგან იგი სწრაფად ანეიტრალებს ტოქსინებს.

5. კანის დამცველი

ჭუჭყი და ცხიმები ბლოკავს კანზე არსებულ ფორებს. აქტივირებული ნახშირის ბაზაზე მომზადებული ნიღბები აშორებს ჭუჭყსა და ცხიმებს ფორებიდან, წმენდს და არბილებს კანს.

6. თმის ნიღაბი

ტოქსინები, ჭუჭყი და ცხიმები აბინძურებს თავის კანს, რაც აზიანებს თმას და იწვევს ცვენას. აქტივირებული ნახშირი წმენდს თმის ფოლიკულებს, ანიჭებს მას მბზინვარებას დ ხდის აბრეშუმისებრს.

7. კბილების მათეთრებელი

გსურთ თვალისმომჭრელი ღიმილი გქონდეთ? ნუ გადაიხდით ზედმეტს ძვირადღირებულ პროცედურებში. საკმარისია, საოცარი შავი აბები დაფხვნათ და კვირაში 2-3-ჯერ გაიხეხოთ კბილები. აქტივირებული ნახშირი წმენდს კბილის ემალს შთანთქავს მიკროსკოპულ ნაწილაკებს, რომლებიც  წარმოქმნის  კბილის ნადებს.

8. სასიამოვნო სუნი პირის ღრუდან

გაწუხებთ პირის ღრუს უსიამოვნო სუნი? აქტივირებული ნახშირი ამ პრობლემის მოსაგვარებლადაც საუკეთესო დამხმარეა. იგი ხელს უწყობს პირის ღრუში მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ნორმალიზებას, რომელიც იცავს კბილებსა და ღრძილებს ბაქტერიებისა და დაავადებებისგან. გაიხეხეთ კბილები აქტივირებული ნახშირით, ნუ შეგაშინებთ შავი ფერი, ის წყლის გამოვლების შემდეგ უკვალოდ ქრება.

9. ნაადრევი დაბერების პრევენცია

აქტივირებულ ნახშირი ხელ უწყობს გაახალგაზრდავებას, არა მარტო იმით, რომ კანს უნარჩუნებს ახალგაზრდობას, ხელს უწყობს, რომ ლამაზი თმა და მომხიბვლელი ღიმილი გქონდეთ. დადასტურებულია, რომ ეს საოცარი აბები ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს, ნარჩენებს, რომლებიც ვნებს ორგანიზმს, ანადგურებს უჯრედებს და აფერხებს ორგანიზმის  დაბერებას.

10. ნაბახუსევის პროფილაქტიკისთვის

ნაბახუსევი ხართ და თავი საშინლად გტკივათ, გრძნობთ ზოგად სისუსტესა და გულისრევას. გირჩევთ, ალკოჰოლის მიღების წინ, დალიოთ აქტივირებული ნახშირი და თავიდან აირიდოთ მთელი რიგი უსიამოვნებები.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ ეფექტური, უსაფრთხო, ბიუჯეტური, საოცარი შავი აბები, აქტივირებული ნახშირი, და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!