ბლინები თხელი, სიფრიფანა და საოცრად გემრიელი დესერტი, რომელიც ყველას უყვარს. მომზადებას ვერ ასწრებთ, ისე ქრება ერთიმეორის მიყოლებით ეს გემრიელობა.
შეგიძლიათ მიირთვათ თაფლთან, არაჟანთან, ხილფაფასთან, ხაჭოსთან ერთად ან შაქარმოყრილი, ან მოამზადოთ თქვენთვის სასურველი შიგთავსი სოკოთი, ხორცით და შეავსოთ ბლინები. შემოთავაზებული რეცეპტის მიხედვით ბლინების მომზადება პატარა დიასხლისებსაც კი არ გაუჭირდებათ.
ბლინების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ცხელი წყალი 1,5 ჩ. ჭ.
- რძე 1,5 ჩ. ჭ.
- კვერცხი 2 ცალი
- ფქვილი 1,5 ჩ. ჭ.
- კარაქი 1,5 ს. კ.
- შაქარი 1,5 ს. კ.
- მარილი ნახევარი ჩ. კ.
- ვანილი მწიკვი
მომზადების წესი:
კვერცხი შაქართან ერთად კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ ვანილი, რძე და თანდათან შეაზილეთ ფქვილი. შემდეგ დაამატეთ გამდნარი კარაქი და ნაწილ-ნაწილ შეურიეთ ცხელი წყალი ისე, რომ თქვეფა არ შეწყვიტოთ.
ცომი დააყოვნეთ ნახევარი საათი და დაიწყეთ ცხობა. გაცხელებულ ტაფაზე დაასხით რამდენიმე წვეთი ზეთი და ხელსახოცით გაანაწილეთ. შემდეგ დაასხით ცომის თხელი ფენა, თანაბრად გაანაწილეთ, გააჩერეთ 1-2 წუთი და შემდეგ გადააბრუნეთ. გემრიელად მიირთვით!