შემოგთავაზებთ ბულგარული სოუსის ,,ლუტენიცას“ რეცეპტს. წითელი ბულგარული პილპილისა და პამიდვრის სოუსი უგემრიელესია, რომელიც საოცარ არომატს ჰმატებს ხორციან კერძებს.
,,ლუტენიცას“ მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- წითელი ბულგარული პილპილი 2 კგ
- მწარე წიწაკა 1-2 ცალი (გემოვნების მიხედვით)
- პამიდორი 1,5 კგ
- ნიორი 2 კბილი
- შაქარი 3 ს. კ.
- მარილი 2 ჩ. კ.
- ზეთი 100 მლ
- ოხრახუში 1 კონა (პატარა)
- ძმარი 50 მლ
მომზადების წესი:
- ბულგარული პილპილი გარეცხეთ, დააწყვეთ საცხობ ფორმაზე, რომელზედაც პერგამენტი გაქვთ დაფენილი და 20 წუთით შედეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში. შემდეგ კანისგან გაასუფთავეთ და დაჭერით პატარა კუბიკებად.
- პამიდორი კანისგან გაასუფთავეთ, წვრილად დაჭერით და გადაიტანეთ სქელძირიან ქვაბში, დაამატეთ ზეთი, ძმარი, მარილი, შაქარი და დადგით საშუალო ცეხლზე, აურიეთ, დაახურეთ ქვაბს და აადუღეთ 1 საათი. შიგადაშიგ მოურიეთ. გაითვალისწინეთ, რომ სითხე სრულად უნდა ამოშრეს.
- შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ბულგარული პილპილი, აურიეთ და ადუღეთ 30 წუთი. დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ოხრახუში, ცხარე წითელი წიწაკა აურიეთ და ადუღეთ კიდევ 15 წუთი.
- მზა მასა გადაიტანეთ გასტერილებულ ქილებში და დაახურეთ ხუფები. სურვილისამებრ, შეგიძლიათ პამიდორი და წითელი ბულგარული პილპილი (ღუმელიდან გამოღების შემდეგ) გაატაროთ.
უგემრიელესი ,,ლუტენიცა“ თქვენი უსაყვარლესი კერძი გახდება. სოუსი ძალიან უხდება ხორციან კერძებს, კარტოფილს, მაკარონს, შეგიძლიათ პურზე გადასმულიც მიირთვათ.