თავის ქრონიკული ტკივილი დიდხანს მაწუხებდა, სანამ ამ საშუალებას მივაგენი. მისი დიდი მადლიერი ვარ

ჯერ კიდევ ბავშვობიდან მტანჯავდა გამუდმებული თავის ტკივილები და როგორც გაირკვა ამის მიზეზი სისხლძარღვების შევიწროება იყო. ვიღებდი წამლებს, ტკივილი მიყუჩდებოდა, მაგრამ ისევ იგივე მეორდებოდა.

მუდმივად კვლევა-ძიებაში ვიყავი, ვცდილობდი ხალხური საშუალებებიც მომეძიებია და როგორმე თავი დამეღწია ამ საშინელი ტკივილებისთვის. ასე აღმოვაჩინე რეცეპტი, რომლის წყალობითაც დამიბრუნდა ცხოვრების ხალიასი და თითქოს ხელახლა დაავიბადე.

ჩემს გამოცდეილებას თქვენც გაგიზიარებთ, შემოგთავაზებთ სამკურნალო ნაყენის რეცეპტს.

დაგჭირდებათ:

  • ევკალიპტის ნაყენი 100 მლ
  • ვალერიანის ნაყენი 100 მლ
  • შავბალახას ნაყენი 100 მლ
  • კუნელის ნაყენი 100 მლ
  • პიონის ნაყენი 50 მლ
  • მიხაკი 10 ცალი
  • თაფლი 1 ს. კ.
  • ჯანჯაფილის ფხვნილი 1 პაკეტი (10 გრ)

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტები მოათავსეთ მუქი ფერის მინის ქილაში და გააჩერეთ 25 დღე. პერიოდულად შეანჯღრიეთ ხოლმე. შემდეგ გადაწურეთ და სამკურნალო საშუალებაც მზად არის.
  2. მიიღეთ 25-25 წვეთი დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს.

მოამზადეთ შემოთავაზებული სამკურნალო ნაყენი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.