საუზმე არის დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვება. სწორედ ამიტომ, უნდა იყოს ის ჯანსაღი და ორგანიზმისთვის სასრგებლო საკვები ნივთიერებებით დატვირთული.
შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული ჯანსაღი საუზმის რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ გულის გაძლიერებას, სისხლძარღვების გაწმენდას, სისხლში შაქრის დონის დარეგულირებას, სახსრების ანთებით გამოწვეულ ტკივილების შემსუბუქებას, ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებას. საუზმე აღგავსებთ ენერგიით და დიდი ხნით განაყრებთ.
მოცემული საშუალების ძირითადი ინგრედიენტია შვრია, რომელიც გაჯერებულია მრავალი სასარგებლო საკვები ნივთიერებით. იგი შეიცავს იოდს, ფოსფორს, მაგნიუმს, კალიუმს, მანგანუმს, თუთიას, ნიაცინს, ბიოტინს და უამრავ ვიტამინს. მიირთვით ყოველდღიურად შვრია, შეინარჩუნეთ ჯანმრთელობა და გაიძლიერეთ სხეულის ბუნებრივი თავდაცვის მექანიზმები!
შვრია არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, ამცირებს ქოლესტირინის დონეს, აძლიერებს კბილებსა და ძვლებს. შვრიის ეფექტურობას კიდევ უფრო აძლიერებს სამკურნალო ეფექტის მქონე სხვა ინგრედიენტებთან კომბინაცია.
ჩიას თესლი
ჩიას თესლი მდიდარია ომეგა-3-ით, შეიცავს ბევრად უფრო მეტ კალციუმს, ვიდრე რძის პროდუქტები. მისი რეგულარულად გამოყენება აუმჯობეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას და ამცირებს ქოლესტერინის დონეს. ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო და აღმდგენი თვისებებით გაჯერებული ჩიას თესლი ძალიან სასარგებლოა ართრიტით დაავადებულ ადამიანებისთვის.
ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 5 ს. კ. შვრიის ფანტელი
- მწიკვი დარიჩინი
- მწიკვი ზღვის ან ჰიმალაის მარილი
- 1 ჩ. კ. თაფლი
- 2 ს. კ. ჩიას თესლი
- 2 ს. კ. ქიშმიში ან ფინიკი
- 300 მლ წყალი ან სეზამის რძე
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, ჩიას თესლს დაასხით თბილი წყალი და დააყოვნეთ 15-20 წუთი.
- მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- შეგიძლიათ მოცემულ ნარევს დაამატოთ ხილი (ვაშლი, ბანანი, კენკრა), აგრეთვე სანელებლები (ვანილი, მუსკატის კაკალი, დარიჩინი, ილი, პიტნა) და კაკაოს ფხვნილი.
შედეგად მიიღებთ გემრიელ მკვებავ საუზმეს, რომელიც ხელს უწყობს წონის დაკლებას, სახსრების ტკივილის შემცირებას, იმუნიტეტის გაძლიერებას, დიდი სარგებელი მოაქვს ძვლებისთვის, კბილებისთვის, თმისთვის, კანისთის. გისურვებთ ჯანმრთელობას!