თუ სახსრების ან წელის პრობლემები გაწუხებთ, ეს ხელმისაწვდომი ნარევი საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას

7761

ასაკთან ერთად იმატებს ძვლების, განსაკუთრებით სახსრების პრობლემები. თავდაპირველად, ჩნდება დისკომფორტი, შემდეგ იწყება ტკივილი, შებოჭილობა, სიწითლე, შეშუპება, მოძრაობის შეზღუდვა და ყალიბდება სახსრების დაავადება ართრიტი.

შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო ნარევის რეცეპტს, რომელიც ხსნის ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას, მინიმუმამდე ამცირებს ჩივილებს, გიმსუბუქებთ სახსრებისა და ზურგის  ტკივილს, აფერხებს  დაავადების პროგრესირებას.

სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • სპირტი 70%-იანი 300 მლ (შეძენა შეგიძლიათ აფთიაქში)
  • იოდი 100 მლ
  • ასპირინი 10 აბი

მომზადებისა და მოხმარების წესები:

  1. ასპირინის აბები დაფშხვენით და შეურიეთ სპირტისა და იოდის ნარევს.
  2. ნარევი 21 დღით გააჩერეთ სიბნელეში. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, გამოიყენეთ კომპრესების სახით ან შეიზილეთ მტკივნეული ადგილი.

ხრტილის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და დაშლის პროცესის შესაფერხებლად, ანთებისა და ტკივილის შესამსუბუქებლად აუცილებლად უნდა მიიღოთ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები.

დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი პროდუქტები: ზეითუნის ზეთი, თევზი, თხილეული, თესლეული და მთლიანი მარცვლეული (ხორბალი, წიწიბურა, ქინოა, ფეტვი, შვრია, ქერი, ბრინჯი და ა. შ.)

გისურვებთ ჯანმრთელობას!