შემოგთავაზებთ მანდარინის პეროგის რეცეპტს. რბილი, ტენიანი, წვნიანი, მანდარინის მდიდარი გემოთი და არომატით გაჯერებული პეროგი საოცრად გემრიელია.
დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 170 გრ მანანი
- 100 გრ ფქვილი
- 50 გრ შაქარი
- 50 გრ კარაქი
- 3 ცალი კვერცხი
- მანდარინი
- 1 შეფუთვა ვანილის შაქარი
- 2 ჩ. კ. გამაფხვიერებელი
სიროფის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ცალი მანდარინის წვენი
- 150 გრ შაქარი
- 100 მლ წყალი
დესერტი გამოდის საკმაოდ მკვრივი, მძიმე, რაც დამახასიათებელია ბურღულზე დაფუძნებული ნებისმიერი ცომეულისთვის.
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, ამზადებთ მანდარინის სიროფს. 3 ცალი მანდარინი გაფცქვენით და ქერქი დაჭერით. 1 ცალი მანდარინიდან გამოწურეთ წვენი.
- ტაფაზე დაყარეთ 150 გრ შაქარი, დაამატეთ 100 მლ წყალი, აურიეთ და აადუღეთ. შაქარი კარგად უნდა გაადნოთ. შემდეგ ჩაყარეთ მანდარინის ქერქი და საშუალო ცეცხლზე ადუღეთ 5 წუთი. თავსახური არ დაახუროთ. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, სიროფი გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.
ამზადებთ ცომს:
- ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1-2 ცალი მანდარინის ცედრა, ქერქი გახეხეთ წვრილ სახეხზე და ცოტა ხნით გვერდზე გადადეთ.
- 3 ცალი მანდარინი გაფცქვენით და მსუბუქად დააბლენდერეთ. შემდეგ დაამატეთ მანანი და 5 წუთი გაჩერეთ.
- კვერცხი, შაქარი და ვანილი მიქსერით კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ გამდნარი და თბილი კარაქი, მანდარინის ცედრა და აურიეთ.
- ფქვილი გამაფხვირებელთან ერთად ნელ-ნელა შეაზილეთ კვერცხიან მასას. ცომის მოსამზადებლად იყენებთ კოვზს ან ნიჩაბს.
- დაახლოებით, 20 სმ დიამეტრის საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი. სიროფიდან ამოიღეთ მანდარინის ქერქი და ფორმაზე თანაბრად გაანაწილეთ. შემდეგ ცომი ნაზად გადაიტანეთ. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 40-60 წუთი.
- თბილ-თბილი პეროგი დაჩხვლიტეთ კბილის ჩხირით ან ბამბუკის შამფურით. შემდეგ სიროფით კარგად დანამეთ და გააჩერეთ მთელი ღამე.
- პეროგი შეგიძლიათ მორთოთ მანდარინით ან მოაფრქვიოთ შაქრის ფხვნილი.
მანდარინის ბაზაზე მომზადებული დესერტი გამოდის ძალიან გემრიელი, სველი და ციტრუსის არომატით გაჯერებული. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!