შოკოლადის ყველა მოყვარული დამეთანხმება, რომ შოკოლადის ნამცხვრები ზღაპრული სიამოვნებაა. თუ თქვენ ეს საოცარი ნუგბარი გიყვართ, მაშინ აუცილებლად მოგეწონებათ სველი, ნაზი და უგემრიელესი შოკოლადის ნამცხვარი.
ყველაზე კარგი ის არის, რომ დესერტი უმარტივესი მოსამზადებელია. ურევთ ინგრედიენტებს და ელოდებით გამოცხობას.
შოკოლადის დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 1,5 ჩ. ჭ.
- კაკაოს ფხვნილი 3 ს. კ.
- სოდა 1 ჩ. კ.
- ძმარი 1 ს. კ.
- მარილი მწიკვი
- შაქარი 1 ჩ. ჭ.
- ზეთი 2 ს. კ.
- წყალი 200 მლ
- ვანილის ექსტრაქტი 1 ს. კ.
- ყავა 1 ჩ. კ.
მომზადების წესი:
- საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით ზეთი და მოაყარეთ ფქვილი ან კაკაო.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე.
- გაცრილ ფქვილს დაამატეთ კაკაო, სოდა და მარილი.
- ცალკე თასში კარგად ათქვიფეთ წყალი, შაქარი, ძმარი, ვანილის ექსტრაქტი და ყავა.
- შემდეგ მასები შეურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
- მზა ცომი გადაიტანეთ საცხობ ფორმაში და თანაბრად გაანაწილეთ. გამოსაცხობად დასჭირდება 35-40 წუთი.
- ნამცხვარი ფორმიდან გაგრილების შემდეგ ამოიღეთ და დაფარეთ გამდნარი სამარხვო შოკოლადით ან მინანქრით.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!