8 საშინაო მეთოდი მეჭეჭების სწრაფად და უმტკივნეულოდ მოსაშორებლად

მეჭეჭები არის ვირუსები, რომლებიც მრავლდება კანის საფარში  და იკვებება სისხლძარღვებით. სისხლძარღვები სისხლის მეშვეობით ამარაგებს მათ სიცოცხლისთვის აუცილებელი  ყველა ნივთიერებით. ეს წარმონაქმნები დაკავშირებულია სისხლძარღვთა კაპილარებთან და მყარად არის ფესვგადგმული.

სწორედ ამიტომ, მათი მოცილება ხშირად საკმაოდ მტკივნეულია. თუ მეჭეჭებს კარგად დააკვირდებით, შუაში პატარა შავ წერტილს დაინახავთ. ეს სისხლძარღვებია, რომლებიც კვებავს მეჭეჭებს.

მეჭეჭების გავრცელება ხდება მაშინ, როდესაც კანის არაინფიცირებული ნაწილი ინფიცირებულ ზონასთან უშუალო კონტაქტშია.

სტატიაში შემოგთავაზებთ ყველაზე ცნობილ და ეფექტურ საშუალებებს, რომელთა გამოყენებით უმარტივესი გზით,   უმტკივნეულოდ შეძლებთ მეჭეჭების მოშორებას.

1. ძმარი

ბამბის საფენი გააჯერეთ ძმრით და დაიფინეთ მეჭეჭებზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 1-2 საათით. პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ დღე.

2. ბაბუაწვერას წვენი

ბაბუაწვერას ღეროდან გამოწურეთ თეთრი წვენი და დღეში 2-3-ჯერ შეიზილეთ მეჭეჭებზე. წვენი იწვევს

კანის მსუბუქად გაღიზიანებას. რამდენიმე პროცედურის შემდეგ სასურველ შედეგს მიიღებთ.

3. C ვიტამინი

C ვიტამინის აბები დაფხვენით, დააწვეთეთ რამდენიმე წვეთი წყალი. მიღებული მასა შეიზილეთ მეჭეჭებზე. C ვიტამინის მაღალი მჟავიანობა გაგათავისუფლებთ მეჭეჭებისგან.

4. ბანანის ქერქი და ლიმონის ცედრა

ბანანის ქერქის პატარა ნაწილი ან ლიმონის ცედრა დაიფინეთ მეჭეჭებზე და პლასტირით დაიმაგრეთ. სამოქმედოდ  დაიტოვეთ 10-12 საათით. ქერქში არსებული ქიმიკატები და ზეთები ხელს უწყობს მეჭეჭების მოშორებას.

5. რეჰანი

დანაყილი რეჰანის ფოთოლი დაიფინეთ მეჭეჭზე და პლასტირით დაიმაგრეთ. პროცედურები ჩაიტარეთ ყოველდღიურად. სასურველ შედეგს 1 კვირის შემდეგ მიიღებთ.

6. აბუსალათინის ზეთი

აბუსალათინის ზეთი ერთი კვირის განმავლობაში გაგიქრობთ მეჭეჭებს. თბილი ზეთი დაიფინეთ დაზიანებულ ადგილებზე და შეიხვევთ. დროთა განმავლობაში მეჭეჭები მოგძვრებათ.

სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ სასურველი შედეგის მიღებამდე.

7. ალოე ვერა

ალოე ვერას ფოთოლი გაჭერით შუაზე, დაიფინეთ მეჭეჭზე და პლასტირით დაიმაგრეთ. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ დღე.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და უმარტივესი გზით მოიშორეთ უსიამოვნო წარმონაქმნები.