ხაჭოს ნამცხვარი კენკრით. ნაზი და ჰაეროვანი დესერტი, რომელიც პირში დნება

შემოგთავაზებთ ნაზი, ფხვიერი ცომით, ხაჭოს შიგთავსითა და კენკრის საოცარი არომატით მომზადებული უგემრიელესი ღვეზელის რეცეპტს. დესერტის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მოცვი, წითელი ან შავი მოცხარი, ალუბალი,  მარწყვი, ჟოლო.

საოცარად გემრიელი დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 200 გრ
  • კარაქი 150 გრ
  • შაქარი 100 გრ
  • კვერცხი 1 ცალი
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ

შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხაჭო 500 გრ
  • კვერცხი 2 ცალი
  • შაქარი 100 გრ
  • არაჟანი 100 გრ
  • სახამებელი 2 ს. კ.
  • კენკრა 200-300 გრ

მომზადების წესი:

  1. გაცრილ ფქვილს მოაყარეთ გამაფხვიერებელი, ჩაახეხეთ  ცივი კარაქი და აურიეთ. მიღებულ ფხვიერ მასას შეურიეთ შაქარი, კვერცხი და მოზილეთ ცომი.
  2. მზა ცომს შემოახვიეთ საკვების ცელოფანი და 30 წუთით შედეთ მაცივარში.
  3. ამზადებთ შიგთავსს: ხაჭო გაატარეთ საცერზე, დაამატეთ არაჟანი, კვერცხი, შაქარი, სახამებელი და მიქსერით კარგად ათქვიფეთ.
  4. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი.
  5. ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და საცხობ ფორმაში თანაბრად გაანაწილეთ, ამოიტანეთ კიდეებზეც. შეგიძლიათ გამოიყენოთ მინის საცხობი ფორმა.
  6. ცომი დაფარეთ შიგთავსით და ზემოდან ლამაზად მოაწყვეთ თქვენთვის სასურველი კენკრა. ღვეზელი უგემრელესია მოცვით.
  7. ღუმელი გააგრილეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 35 წუთი.

მოამზადეთ ზღაპრულად გემრიელი და დახვეწილი ღვეზელი და ისიამოვნეთ!