სებორეული დერმატიტის მკურნალობის გამოცდილი საშინაო მეთოდები

სებორეული დერმატიტი არის კანის ერთ-ერთი გავრცელებული დაავადება, რომელიც წააგავს ფსორიაზს, ეგზემასა და ალერგიულ რეაქციას. ის შეიძლება გაჩნდეს როგორც ტანზე, ასევე თავის კანზე. დაავადება იწვევს დისკომფორტს და ახლავს მთელი რიგი ისეთი უსიამოვნო შეგრძნებები, როგორიცაა ქავილი, წვის შეგრეძნება, სიწითლე,  აქერცვლა, უხეში ქერქების წარმოქმნა.

ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ კვება შეიძლება სებორეული დერმატიტის მიზეზი იყოს. განსაკუთრებით არაჯანსაღი ცხიმებით მდიდარ  საკვებს შეუძლია დააჩქაროს სებორეული დერმატიტის განვითარება. პირველ რიგში, რაც უნდა გააკეთოთ, აუცილებელია კვების დაბალანსება. თუ გსურთ დერმატიტის გაქრობა, გამორიცხეთ თქვენი მენიუდან სწრაფი კვების პროდუქტები, რძის ნაწარმი, წითელი ხორცი.

რეკომენდებულია მათი შეცვლა ხილით, თხილით, თესლეულით, ავოკადოთი და ა. შ.

სტატიაში შემოგთავაზებთ სებორეული დერმატიტის ყველაზე ეფექტურ სამკურნალო საშუალებებს.

1. მარილიანი წყლით მკურნალობა

1 ს. კ. ზღვის ან ჰიმალაის მარილი გახსენით 1 ჩ. ჭ. თბილ წყალში და აურიეთ. მოცემული ნარევი წრიული მოძრაობებით კარგად შეიზილეთ კანზე და არ ჩამოიბანოთ. სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ ყოველი დაბანის შემდეგ.

2. ბეგქონდარას მასაჟი

2 ჩ. ჭ. წყალი აადუღეთ და დაამატეთ 4-5 ს. კ. გამხმარი ბეგქონდარა. გადმოდგით ცეცხლიდან, დაახურეთ ხუფი და რამდენიმე წუთი დააყოვნეთ. ნაყენი გააგრილეთ და გადაწურეთ. ბამბის ტამპონი გააჯერეთ სამკურნალო ნაყენით, კარგად შეიზილეთ თავის კანზე და არ დაიბანოთ.

3. ჩაის ხის ზეთი და ალოე

ჩაის ხის ზეთის 5-10 წვეთი დაამატეთ ალოეს წვენს,  დაგჭირდებათ, დაახლოებით 2 ს. კ., აურიეთ და მიღებული მასა მსუბუქი მოძრაობებით შეიზილეთ თავის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ ნახევარი საათი და შემდეგ ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.

4. ვაშლის ძმარი

სებორეული დერმატიტის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთი მეთოდია ვაშლის ძმარი და ნატრიუმის ბიკარბონატი. აურიეთ ½ ჩ. ჭ. ვაშლის ძმარი, ½ ჩ. ჭ. გაფილტრული წყალი და 1 ს. კ. სოდა. გირჩევთ, თავიდან ვაშლის ძმარი საჭირო რაოდენობაზე ნაკლები გამოიყენოთ და კანს მისცეთ მჟავიანობასთან შეგუებისთვის საჭირო დრო.

ნარევი შეიზილეთ თავის კანზე, სამოქმედოდ დაიტოვეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

გაითვალისწინეთ, რომ სებორიული დერმატიტი არის მდგომარეობა, რომელიც ფსიქოლოგიური თვითშეფასების დონეზეც გავლენას ახდენს. გამოიყენეთ მოცემული საშუალებები და უმარტივესი გზით მოიგვარეთ მოცემული პრობლემა. გისურვებთ ჯანმრთელობას!