ჩვენი ორგანიზმები იდეალურ მანქანას წარმოადგენენ, რადგან წუთშ ათასობით პროცესს ასრულებენ. ჩვენ ამ პროცესების უმრავლესობის შესახებ არაფერი ვიცით, რის გამოც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ეს 18 გასაოცარი ფაქტი თქვენი სხეულის შესახებ:
ახალშობილებს მუხლები არ აქვთ. ისინი თავიდან რბილ ხრტილოვან მასალას წარმოადგენენ და მხოლოდ 3 წლის ასაკში მაგრდებიან.
რქოვანა ორგანიზმის ერთადერთი ნაწილია, რომელიც ჟანგბადს სისხლის მაგივრად პირდაპირ ჰაერისგან იღებს.
შეუძლებელია საკუთარი თავის მოღუტუნებით გაცინება. ამ დროს ტვინი ორგანიზმს გაღიზიანების დაიგნორებას უბრძანებს.
ადამიანის ტვინი ორგანიზმში შესული ჟანგბადის 20 პროცენტს და გლუკოზის 50 პროცენტს იყენებს. იგი ასევე მთლიანი ენერგიის 20 პროცენტს ხარჯავს. თანაც, მთელი ტვინის ნაწილებს ვიყენებთ და ისინი გამუდმებით აქტიურ მდგომარეობაშია
თოვლის სიბრმავე წარმოადგენს იმ მდგომარეობას, როდესაც ადამიანს კაშკაშა შუქის გამო დანახვა არ შეუძლია.
ადამიანების უმრავლესობა ცალი ნესტოთი სუნთქავს. ერთიდან მეორე ნესტოთი სუნთქვაზე ყოველ 4 საათში გადავდივართ.
კუნთების მასის შემცირება ორჯერ უფრო რთულია, ვიდრე მისი მომატება.
ჩვენი კუნთების 25 პროცენტი მოთავსებულია კისრის და სახის არეში. სწორედ ამიტომაა ჩვენი სახის გამომეტყველება მრავალფეროვანი.
წითური ქალების თმები გამოიყენება ჰაერის ტენიანობის გასაზომი ხელსაწყოს დასამზადებლად.
შიშის დროს თქვენი თვალები წრიულ ფორმას იღებს, რათა უფრო ფართოდ შეძლოთ დანახვა და უკეთ შეაფასოთ მოსალოდნელი საფრთხე.
ჩვენი ტვინი საკმარის ენერგიას მოგაწვდით ნათურის ასანთებად.
დალტონიზმი მხოლოდ მამაკაცების დაავადება არაა და იგი ქალების 0.4 პროცენტსაც აწუხებს. თუმცა, დალტონიკებს ამ პრობლემის გამომწვევი გენები მხოლოდ დედებისგან გადმოეცემათ.
ერთი ნაბიჯის გადასადგმელად ჩვენი სხეული ორასზე მეტ კუნთს იყენებს ერთდროულად.
ადამიანის კანი ყოველ 28 დღესი განიცდის რეგენერაციას. ცხოვრების მანძილზე საშუალოდ 40 კილო კანს ვიშორებთ.
ახალშობილ ბავშვს 270-ზე მეტი ძვალი აქვს. ზრდის პროცესში ამ ძვლების ნაწილი ერთმანეთს ერწყმის, ხოლო ზრდასრული ადამიანის სხეულში საშუალოდ 206 ძვალია.
ადამიანის თმის სიცოცხლის ციკლი ორიდან ხუთ წლამდე მერყეობს. თუმცა, ზოგიერთ თმას 7 წლის მანძილზე ცხოვრებაც შეუძლია.
ერთი წლის მანძილზე ადამიანის გული ახერხებს ერთი ოლიმპიური ზომის საცურაო აუზის ასავსებად საკმარისი სისხლის ამოტუმბვას, რაც 2.5 მილიონ ლიტრას უდრის. იგი საშუალოდ 38.5 მილიონ შეკუმშვას აკეთებს.
ღვიძლი ერთ-ერთი იშვიათი ორგანოა ჩვენს ორგანიზმში, რომელსაც საკუთარი საწყისი ზომის აღდგენა შეუძლია, მისი შემადგენლობის 75 პროცენტის დაკარგვის შემთხვევაშიც კი.