კარამელისა და თხილის შერწყმა შემოთავაზებულ ნამცხვარს საოცარ გემოს ჰმატებს. მოსამზადებლად უმარტივესი დესერტი ცოტა ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ამად ღირს.
უგემრიელესი ნამცხვრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 2 ჩ. ჭ. ფქვილი
- 150 გრ კარაქი
- 2 ცალი კვერცხი
- 2 ს. კ. შაქარი
- ვანილი
გულსართის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ქილა შესქელებული რძე
- 300 გრ მიწის თხილი ან თქვენთვის სასურველი სხვა თხილეული
მომზადების წესი:
- კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ დარბილებული კარაქი, ვანილი და აურიეთ, შემდეგ დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი.
- ცომი გადაიტანეთ საცხობ ფორმაში და ხელით თანაბრად გაანაწილეთ (ბევრად მოსახერხებელია მინის საცხობი ფორმა) და კიდეებზე 2-3 სანტიმეტრით ამოიტანეთ. შემდეგ ცომზე თანაბრად გაანაწილეთ მსხვილად დაჭრილი მიწის თხილი და ზემოდან მოასხით შესქელებული რძე.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. თქვენი გემრიელობა 25 წუთში მზად იქნება.
დესერტი გააგრილეთ, დაჭერით და ყველა გააოცეთ. ძალიან მოუხდება შოკოლადის მინანქარი ან კარამელი. გემრიელად მიირთვით!