12 საუკეთესო რჩევა იდეალური და ჯანსაღი ორსულობისთვის

თუკი თქვენ თავს იდეალურად მოუვლით ფეხმძიმობისას, მაშინ თქვენი შვილიც ჯანსაღი დაიბადება. ნახეთ რა ჩვევები უნდა შემატოთ თქვენს ცხოვრებას ორსულობის პერიოდში:

12. ივარჯიშეთ რეგულარულად

რეგულარული ვარჯიში სხეულის ცვილებებთან შეგუებაში დაგეხმარებათ და ისეთი გართულებებისგან დაგიცავთ, როგორცაა მაგალითად სისხლის მაღალი წნევა. საუკეთესო აქტივობებს წარმოადგენს სეირნობა, ცურვა და იოგა.

11. შეამოწმეთ თქვენი კოსმეტიკა

თქვენს სახეზე და კანზე წასმულ ნებისმიერ პროდუქტს ბავშვზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ამიტომ აირჩიეთ მხოლოდ სრულიად უსაფრთხო პროდუქტები ორივე თქვენგანისთვის.

10. შეცვალეთ ჭამის წესები

ორსულობისას უფრო ჯანსაღად უნდა იკვებოთ. მიირთვით ფაიბერით სავსე ხილი, ბოსტნეული, ყავისფერი ბრინჯი და შვრია. ასევე ჭამეთ თევზები მერკურის საკმარისი რაოდენობის მისაღებად. თავი შორს უნდა დაიჭიროთ შეუწვავი ხორცებისგან და მსგავსი კერძებისგან, ბაქტერიების მიღებისგან თავის დასაცავად. ასევე მოერიდეთ კოფეინს.

9. მოიშორეთ კუნტების სპაზმები

ასეთი პრობლემის მოშორება მასაჟით და ყინულის საფენების დადებით შეგიძლიათ. ასევე უნდა გაჭიმოთ კუნთები დაძინების და ვარჯიშის წინ. დალიეთ ბევრი წყალი და ბალანსირებული დიეტის დახმარებით სპაზმებს აირიდებთ.

8. ჰიდრატაცია

დალიეთ მინიმუმ 10 ჭიქა წყალი დღეში და მუდამ თან ატარეთ წყლის ბოთლი. ეს დაგეხმარებათ გულისრევის შეგრძნებასთან ბრძოლაში. თუმცა, არ დალიოთ არაფერი ძილის წინ, რადგან ეს ღამით საპირფარეშოში გასვლისთვის გაგაღვიძებთ.

7. აირჩიეთ სპა პროცედურები ჭკვიანურად

მოერიდეთ ცხელ აბაზანებს და საუნებს, რადგან გადახურება ცუდია თქვენი ბავშვისთვის. ასევე მოერიდეთ ეთერზეთებს.

6. იფრინეთ ჭკვიანურად

საუკეთესო დრო ფრენისთვის ორსულობის 14 და 28 კვირებს შორისაა. თუმცა, ასეთ დროს მაინც უნდა გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან და ასევე უნდა მიიღოთ დიდი ოდენობით წყალი.

5. აირჩიეთ ნატურალური საშუალებები

აირჩიეთ არასამედიცინო საშუალებები გულისრევის, გულძმარვის, შეკრულობის და მსგავსი პრობლემების მოსაშორებლად. პიტნის კამფეტები და ჯანჯაფილი მარტივად მოგაშორებთ გულისრევის შეგრძნებას, ხოლო ვარჯიში და თბილი აბაზანა შეკრულობისგან გაგათავისუფლებთ. გულძმარვას თბილი რძით უმკურნალებთ.

4. წაისვით მზის კრემი

ორსულობისას თქვენი კანი მზის სხივების მიმართ უფრო სენსიტიური ხდება, რის გამოც ყოველთვის უნდა იხმაროთ მზის კრემები, ქუდი და სათვალეები.

3. აირჩიეთ ძილის სწორი პოზიცია

ორსულობისას მუცელზე ძილი შეუძლებელია. თუმცა, ასევე უნდა მოერიდოთ ზურგზე ძილსაც, რადგან ეს თქვენს ხერხემალზე და სისხლის არტერიებზე დიდ ზეწოლას გამოიწვევს. გადაბრუნდით რომელიმე მხარეს და მოხარეთ ერთი მუხლი კომფორტული პოზიციის მისაღებად.

2. იყიდეთ ახალი ფეხსაცმელები

ორსულობისას თქვენი გრავიტაციის ცენტრი ადგილს შეიცვლის და ფეხები და კოჭები გასივდება. ამიტომ უნდა იყიდოთ შედარებით უფრო დიდი ზომის კომფორტული ძირის მქონე ფეხსაცმელები,

1. გჯეროდეთ თქვენი თავის

ორსულობა ყოველთვის ბევრ შიშს და კომპლექსს იწვევს ქალების გონებაში. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენ და თქვენი შეცვლილი სხეული მაინც სილამაზის ობიექტს წარმოადგენთ. თქვენ მარტივად შეგიძლიათ ჯანსაღი ორსულობის პერიოდის ქონა და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება.